Digest Logo

7 ქვეყანა, სადაც ახალი წელი 1-ელ იანვარს არ დგება

1734632249
საჩუქრების გადაცემა

საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ახალი წელი 31 დეკემბრის ღამეს დგება, მაგრამ ყველგან ასე არ არის. ეს 7 ქვეყანა  ახალ წელს ჩვენთან ერთად არ ზეიმობს: 

1. საუდის არაბეთი

საუდის არაბეთში ახალი წლის 1-ელ იანვარს აღნიშვნა ოფიციალურად აკრძალულია. ადგილობრივი პოლიცია აკონტროლებს, რომ მაღაზიებმა საახალწლო საქონლით ვაჭრობა არ სცადონ და გასართობ დაწესებულებებსა და ქუჩებში სადღესასწაულო ღონისძიებები არ გაიმართოს. ამ სახელმწიფოში ყველა დღესასწაული რელიგიური წესებით განისაზღვრება. საუდის არაბეთში ახალი წელი 21 მარტს, გაზაფხულის ბუნიობის დღეს დგება.

2. ირანი

ირანი სპარსული კალენდრით ცხოვრობს. ახალი წელი აქაც 21 მარტს აღნინიშნება და ნავრუზის დღესასწაულს ემთხვევა. ნოვრუზი — გაზაფხულისა და ახალი წლის დადგომის დღესასწაულია, რომელიც თურქ და ირანელ ხალხებში აღინიშნება. სიტყვა ნოვრუზი სპარსული ენიდან მომდინარეობს და „ახალ დღეს“ ნიშნავს. აღინიშნება გაზაფხულის ბუნიობის დროს. ნოვრუზი უფრო ტრადიციაა, ვიდრე ისლამური რიტუალი და სწორედ ამით განსხვავდებიან ირანელები არაბებისგან.

3. ისრაელი

ისრაელში 1-ელი იანვარი ჩვეულებრივი სამუშაო დღეებისგან არაფრით განსხვავდება. აქ ახალ წელს ებრაული კალენდრის მიხედვით აღნიშნავენ. თარიღი დამოკიდებულია ახალმთვარეობაზე, ამიტომ ის მუდმივად იცვლება. ყველაზე ხშირად სექტემბერ-ოქტომბერს ემთხვევა.

4. ინდოეთი

ინდოეთში უამრავი კულტურისა და ტრადიციის შეხვედრის ადგილია, ამიტომ ახალ წელს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა დროს აღნიშნავენ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ახალი წელი ოფიციალურად 22 მარტს დგება, კერალას შტატში მას 13 აპრილს, ხოლო სამხრეთ შტატებში შემოდგომის შუა რიცხვებში ზეიმობენ.

5. ჩინეთი

ტრადიციულად, ჩინეთში ახალ წელს ზამთრის ბუნიობის შემდეგ მეორე ახალმთვარეობას აღნიშნავენ - ეს 21 იანვრიდან 21 თებერვლამდე პერიოდში უწევს. ამ დღეს ხმაურიანი ფესტივალები და ფეიერვერკები ეწყობა, ფარნების ფესტივალები და ოჯახური წვეულებები იმართება.

6. ვიეტნამი

ვიეტნამური ახალი წელი - ტეტი - ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი და საყვარელი დღესასწაულია. მას იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში აღნიშნავენ. ეს ოჯახური დღესასწაულია, ამიტომ ვიეტნამელები ცდილობენ, სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად შეხვდნენ. ტეტის მასშტაბები შთამბეჭდავია! დღესასწაული შეიძლება ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდეს.

7. ბანგლადეში

ბანგლადეშში ახალ წელს 14 აპრილს აღნიშნავენ და მას „ბენგალიურს“ უწოდებენ. ამ დღეს ყველა ადამიანი ღამის ბარებში და პარკებში მიდის, მათთვის გასართობი ღონისძიებები ეწყობა.

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ გადავარჩინოთ ახალი წელი ანუ როგორ შევხვდეთ 2025 წელს? ტოპ 3 იდეა

„გექნებათ ფინანსური შესაძლებლობების გაუმჯობესების შანსი, თქვენი მეორე ნახევრის საქმეც აღზევდება“ - როგორი იქნება 2025 წელი კირჩხიბებისთვის

„ქართული ცნობიერებისა და ერის სიმყარე ყოველთვის მდგომარეობდა უფლის მორჩილებასა და გონიერებაში...“ - რას წერს მეგი გოგიტიძე

წყარო: funtime.ge