საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟის, ცონტე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ 5 წელია ცხოვრება, ყოველდღიური ბრძოლის გამო, ტანჯვა-წამებად ექცათ.
როგორც თავად იხსენებს, 5 წლის წინ, ზუსტად ამ დროს, სასიცოცხლო ჩვენებით საოპერაციოში გადაყვანილ ცოტნეს საავადმყოფოში თავზე ედგა.
„ზუსტად 5 წელი გახდა ცხოვრება, ყოველდღიური ბრძოლის გამო, ტანჯვა-წამებად გვექცა. ბრძოლა სიცოცხლისთვის, ბრძოლა მილიმეტრობით წინსვლისთვის, ბრძოლა გართულებების დაძლევისა და თავიდან დაწყებისთვის, ბრძოლა სულიერი წონასწორობისა და გამძლეობისთვის; რაღა დაგიმალოთ და ბრძოლა ღრმად ავადმყოფი, უმორალო სექტის მოგერიებისთვის...
5 წელია ოთხმა ლაჩარმა კაცუნამ ცხოვრება დაუსრულებელ წვალებად გვიქცია, 5 წელია ჩვენი ცხოვრება საქართველოსა თუ უცხოეთში საუკეთესო სპეციალისტებისა თუ აპარატურის ძიება-მოპოვებადაა ქცეული. 5 წელია ვერ ვდუნდებით ვერცერთი წუთი, ვერცერთი დღე და ვერცერთი ღამე…
5 წელია ცოტნეს ბიოლოგიური დედა მამაპაპისეულ სახლში არ უშვებს… 5 წლის წინ, ზუსტად ამ დროს, მე და კონსტანტინე სასიცოცხლო ჩვენებით საოპერაციოში გადაყვანილ ცოტნეს საავადმყოფოში ერთად ვედექით თავზე, და 5 წლის შემდეგ, აი, ახლაც, ერთად ვართ ცოტნესთან. გიორგიც მალე ჩამოვა, როგორც მაშინ, 5 წლის წინ…“, - წერს ანა ჯაბაური.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕7 ქვეყანა, სადაც ახალი წელი 1-ელ იანვარს არ დგება
⭕როგორ გადავარჩინოთ ახალი წელი ანუ როგორ შევხვდეთ 2025 წელს? ტოპ 3 იდეა