ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე ლიკა ყაზბეგის პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც საკუთარი ცხოვრების, ბავშვობის მოგონებებისა და საზოგადოებრივი კრიტიკის შესახებ უაღრესად გულახდილად ისაუბრა. მისი თქმით, მთელი მისი ცხოვრება მოულოდნელობებზეა აწყობილი, ხოლო ის უდიდესი სიყვარული, რასაც ხალხისგან იღებს, მისივე შინაგანი ენერგეტიკის დამსახურებაა.
პოდკასტში სტუმრობისას, ჯაჯანიძემ ბავშვობის დროინდელი უცნობი დეტალიც გაამჟღავნა და აღნიშნა, რომ 17 წლამდე დღიურს წერდა, სადაც ყოველთვის ერთსა და იმავე ოცნებას აფიქსირებდა.
„მთელი ჩემი ცხოვრება აწყობილია მოულოდნელობებზე, სულ მაქვს ეგ მომენტი, დაიჯერებ, კი ბატონო, არ დაიჯერებ, კი ბატონო. მე თუ არ მეკითხებიან, არაფერს ვამბობ. დღიურს ვწერდი ბავშვობიდან და შევწყვიტე 17 წლის ასაკში წერა. ყოველი გვერდის ბოლოს მივაწერდი: „მინდა, რომ ყველას ვუყვარდე“. არ ვიცი, რატომ...
სულ მქონდა უფროს ხალხთან ურთიერთობა, რასაც ბებიაჩემი მეუბნებოდა, სულ ვიმახსოვრებდი. მე უნდა მესწავლა სხვის შეცდომებზე და ასეც გავიზარდე. ტელევიზია, ფიქრები, ჩემი სტატუსები - ეს არის ნეტარება. არასოდეს გისურვებ ცუდს, არასოდეს მინდა ვინმესთვის ცუდი. ეს არის ალბათ ის ენერგეტიკა, როგორიც ხარ, ისეთს გღებულობენ. ვერ გეტყვი, რომ ბევრი ვიწვალე და ამ საჯარო სიყვარულის ხარკი მძიმეა“, - აცხადებს გია ჯაჯანიძე.
ლიკა ყაზბეგთან საუბრისას ტელეწამყვანი ასევე შეეხო იმ ნეგატიურ ტალღასა და შეტყობინებებს, რომლებიც ნანიკო ხაზარაძესთან მომხდარ ინციდენტს ეხება.
„დამთავრდა გადაცემა და „ვაიმე, ჯაჯო, მეუბნება“... შევწუხდი, იმდენჯერ მითხრა. გავიგე, მოხდა და დამთავრდა. ხალხმა ქნა ის, რაც ქნა. რამდენმა მოიცალა და დაწერა, რომ მისი გაგდება მინდოდა. ახლაც გვაქვს ურთიერთობა. პირადში მწერდნენ, როგორც კაცი, შეურაცხყოფილად არ გრძნობ თავსო?! არ გაჩერდნენ... უსაქმურობა არის ეს ყოველივე“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: