Digest Logo

🎥 „ჩემპიონის ცოლობა უდიდესი სიამაყეა, უდიდესი სტრესი, ყველაფრის უკან რთული დღეები დგას, რაც ერთად გადავლახეთ“ - სანდრო ბაზაძის სიყვარულის ისტორია

1757492452
ლაშა ბასლანძე

მსოფლიოს თასის გამარჯვებული სანდრო ბაზაძე OK! Magazine Georgia-ს სამომავლო გეგმებზე ესაუბრება. მისი თქმით, დიდი გამარჯვების ხელშემწყობი ფაქტორი შრომაა. სანდრო ბაზაძე აღნიშნულ სპორტში გაჩერებას არ აპირებს და უნდა კიდევ ბევრი ტიტული მიიღოს.

ჩემპიონის გარდა, გამოცემა მისი მეუღლის ინტერვიუსაც გვთავაზობს, სადაც სალომე გლოველი წყვილის სიყვარულის ისტორიაზე საუბრობს:

„ჩემპიონის ცოლობა უდიდესი სიამაყეა, უდიდესი სტრესი. ჩანს, რომ ყველაფერი ძალიან მარტივია, მაგრამ რეალურად ამ ყველაფრის უკან რთული დღეები დგას, რაც ერთად გადავლახეთ. 

ბევრი წლის წინ, ვიყავით დასასვენებლად ზღვაზე და იქ შევხვდით ერთმანეთს. სანდროს სიყვარულის ისტორია იქიდან დაიწყო, ჩემი ოდნავ მოგვიანებით. 

გვყავს ორი შვილი, ერთი დაჩი 6 წლის და მეორე 1 წლის დათი.

სანდრო ძირითადად საქართველოში არ ცხოვრობდა ხოლმე, მიუხედავად ამისა, არ ვიცი როგორ ახერხებს, მაგრამ არის იდეალური მამა“, - ამბობს სანდრო ბაზაძის მეუღლე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„მიღებული შედეგები უმეტესწილად წარსულს უკავშირდება და ეს არის სამყაროს მხრიდან ჩვენთვის „გაცემული“ პასუხი“ - რამაზ გიგაური 10 სექტემბრის ტენდენციებზე

🎥 „მეჩეთი, რომელიც 16-ე საუკუნემდე მართლმადიდებლური ეკლესია იყო, ოსმალების ბატონობის დროს გადაკეთდა“ - სოსო ნებიერიძის მოგზაურობა მესხეთში

ვარსკვლავური სულები, ინდიგო, კრისტალური და ცისარტყელა ბავშვები - რა უნდა ვიცოდეთ სულის კატეგორიებზე, რომელიც დაბადების წლის მიხედვით განისაზღვრება