„ადრე ყოველთვის სხვას ვაყენებდი წინ, ახლა - აღარ. ბუნებით ყოველთვის ასეთი ვიყავი, საკუთარი თავი უკან უნდა დამეწია და სხვა დამეყენებინა წინ. სხვას უფრო მეტ ყურადღებას ვუთმობდი, ვიდრე საკუთარ თავს, მაგრამ ახლა ასე აღარ არის“, – ამის შესახებ მომღერალი თამთა ჭელიძე „სარკეს“ ესაუბრა.
მისი თქმით, ცხოვრებაში ბევრი რამ გადალახა და გადააფასა:
„შეცდომების, არასწორი გადაწყვეტილებების გამო ძალიან ბევრი დავკარგე ჩემს პროფესიაში. ახლა ნელა-ნელა ვიხდენ ოცნებებს, მაგრამ რაზეცდა ვოცნებობ, არა მგონია, ახდეს…
დღეს ჩემ გვერდით არის ადამიანი და ვგრძნობ, რომ მას ვუყვარვარ. ჩვენს ურთიერთობას ოფიციალური სახე არ აქვს, მაგრამ უკვე 6 წელია, რაც ერთად ვართ… სიყვარულია თავისუფლების მინიჭება. ადრე ამას ვერ ვხვდებოდი, ეჭვიანობა მეგონა სიყვარული, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია, მივხვდი, რომ სადაც ეჭვიანობა მთავრდება და მას თავისუფლებას აძლევ, იქ არის ნამდვილი სიყვარული…
არანორმალური დედა ვარ. ჩემი გადაჭარბებული ყურადღებით ადრეც ვაწუხებდი და ახლაც ვაწუხებ. ჩვენ ერთად გავიზარდეთ… ლიზა პრაღაში სწავლობს. ბავშვობიდანვე თავში ვუბეჭდავდი იმ აზრს, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ საზღვარგარეთ უნდა განეგრძო სწავლა…“, - ამბობს თამთა ჭელიძე.
ცნობისთვის, თამთა ჭელიძე წლების წინ, მსახიობ ჯაბა კილაძეზე გახლდათ დაქორწინებული. წყვილი საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობდა, მათი ერთ-ერთი კლიპი კი, რომელშიც ლოგინის სცენა იყო წარმოდგენილი, მაშინდელ შოუბიზნესში ყველაზე თამამ ნაბიჯად მიიჩნეოდა. სამწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილმა ბავშვის გაჩენა გადაწყვიტა, თუმცა ორსულობა თამთასთვის ყველაზე რთული პერიოდი აღმოჩნდა, შემდეგ იყო პრობლემები და ბავშვის დაბადებიდან მალევე მომღერალი უკვე მარტოხელა დედა იყო.

ასევე დაგაინტერესებთ: