გადაცემის „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“ მთავარი განსახილველი თემა ღალატი იყო. წამყვანის სტუმარი ჟურნალისტი ხატია სიჭინავა იყო, სადაც მან აღნიშნულ თემაზე საჯაროდ ისაუბრა:
„მე ძალიან დიდ ასაკში დავქორწინდი, 30 წლის ვიყავი. ბევრი რამე გააზრებული მქონდა, უკვე ვიცოდი, რაც უფრო ბოჭავ ადამიანს, მით უფრო საინტერესო ხდება მისთვის გააკეთოს ის, რასაც უკრძალავ.
მიდიოდა ჰანგოვერზე, ბიჭებთან ერთად და ვუთხარი, შეგიძლია გაერთო, იქ მე მაინც ვერაფერს ვხედავ -მეთქი. ამით უბრალოდ თავისუფლება მივანიჭე და გაამართლა. ყოველ 5 წუთში მირეკავდა.
ზოგადად, ჩემს წარმოდგენაში ღალატი არის, ძალიან მაგარ სილას, რომ გაგარტყამენ და გამოგაფხიზლებენ“, - ამბობს ხატია სიჭინავა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემთვის მხოლოდ გაშრაშუნება არ არის ღალატი...“ - ნატუკა გულისაშვილი