Digest Logo

„ჩვენ ყველა თამაშზე, თამაშის მოსაგებად გავდივართ და არც ეს შეხვედრა იქნება გამონაკლისი“ - ბუდუ ზივზივაძე

1728654494
ბუდუ ზივზივაძე

5 საათზე ნაკლები მატჩამდე - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდება. თამაში ქალაქ პოზნანში იმართება. სტადიონზე, დაახლოებით, 10 000 გულშემატკივარს ელოდებიან. საქართველოს ნაკრების ქომაგები უკვე იკრიბებიან - ისინი სტადიონისკენ მსვლელობას მოაწყობენ.

მატჩის შესახებ მოლოდინებზე ეროვნული ნაკრების წევრმა, ბუდუ ზივზივაძემ ისაუბრა.

„უკრაინის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია, კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული ეცდებიან, რომ პირველი ქულები მაინც დააგროვონ ერთა ლიგაზე, თუმცა ჩვენ ყველა თამაშზე თამაშის მოსაგებად გავდივართ და არც ეს შეხვედრა იქნება გამონაკლისი. ვეცდებით, რომ ის ლიდერობა, რაც გვაქვს ჯგუფში, კიდევ უფრო გავამყაროთ და ამ ორ თამაშშიც მივაღწიოთ წარმატებას“, - აცხადებს ბუდუ ზივზივაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„წიტაიშვილი ნაწყენია და ორმაგი მოტივაციით ითამაშებს“ - უკრაინის ნაკრების ყოფილი მცველი

🎥 „ბევრმა ადამიანმა შემიყვარა...“ - რა სიახლეები აქვს პატარა მომღერალს, მათე მარტიაშვილს?

🎥 „ეცადეთ იყოთ მაქსიმალურად აქტიურები...“ - 11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან