
დონეცკის შახტარის ყოფილმა მცველმა, ოლექსანდრ კუჩერმა უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა. დონბასელთა ყოფილმა უკანახაზელმა გამოარჩია გიორგი წიტაიშვილი და აღნიშნა, რომ ახალგაზრდა გარემარბი უკრაინელების წინააღმდეგ ორმაგი მოტივაციით ითამაშებს.
„წიტაიშვილი ორმაგი მოტივაციით ითამაშებს. ნაწყენია თუ არა ის? ჩემი აზრით, მას ჰქონდა უკრაინის ნაკრებში გამოძახების მოლოდინი, თუმცა მას შემდეგ, რაც ეს არ მოხდა, გიორგიმ საქართველო აირჩია. ის დაიხარჯება 100%-ით, ეცდება სახიფათო მომენტის შექმნას და გოლის გატანას“, - განაცხადა ოლექსანდრ კუჩერმა.
გიორგი წიტაიშვილს უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები. 2019 წელს, მან 20-წლამდელებს შორის მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგო. 2021 წლიდან გრანატას ვინგერი თამაშობს „ჯვაროსნებში“ და მის ანგარიშზე 19 მატჩში 1 გატანილი ბურთია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ბევრმა ადამიანმა შემიყვარა...“ - რა სიახლეები აქვს პატარა მომღერალს, მათე მარტიაშვილს?
🎥 „ეცადეთ იყოთ მაქსიმალურად აქტიურები...“ - 11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან
წყარო: lagazzetta.ge