Digest Logo

„ჩვენი მზერა შეხვდა ერთმანეთს და ამ დროს რაღაც ვიგრძენი...“ - ბიზნესმენ გიორგი კიწმარიშვილის სიყვარულის ისტორია

1746269145
გიორგი კიწმარიშვილი

ბიზნესმენი, ტრენერთა ტრენერი გიორგი კიწმარიშვილი გადაცემას „ჩვენი ოჯახი“ მეუღლესთან ერთად სტუმრობდა, სადაც წყვილმა სიყვარულის ისტორიაზე ისაუბრა და მაყურებელს პირველი შეხვედრის დეტალები მოუყვა:

„ვფიქრობ, ეს ისტორია გამორჩეულია სხვებისგან. მოკლედ, სამსახურებრივ მივლინებით მივდიოდი ბათუმში. ტექნიკური მიზეზების გამო,  გადაწყდა სხვა სასტუმროში დარჩენა და როცა მივედი, მიმღებში გოგონამ შემომთავაზა უფანჯრო ოთახი. მაშინ ამ ფაქტისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.

როდესაც მეორე დღეს ჩავედი მიმღებში გასაღების ასაღებად, სწორედ იქ შევხვდი ჩემს მომავალ მეუღლეს. თუ არსებობს ერთი ნახვით შეყვარება, სამი წამი მე განვიცადე ეს ყველაფერი და ჩემი ყურადღება მიიქცია მან. ჩვენი მზერა შეხვდა ერთმანეთს და ამ დროს რაღაც ვიგრძენი“, - ამბობს გიორგი კიწმარიშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 მიჯაჭვულობა, ტრავმები, არაცნობიერი, ეგო, ურთიერთობები, ძალადობა, პირადი საზღვრები - ია ბერსენაძის საინტერესო ინტერვიუ

ჭადრაკის ლეგენდა იუბილარია - ნონა გაფრინდაშვილი 84 წლის გახდა

🎥 ლაშა ბექაური VS ლევან საგინაშვილი - „მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი ხელი“