
მიჯაჭვულობა არის ძლიერი ემოციური უნარი, რაც ცხოვრების პირველ წლებში ყალიბდება და აჩენს ფიზიკური და ემოციური ურთიერთობის სურვილს, ასევე ბავშვში უსაფრთხოების განცდას ბადებს.
პირველი მიჯაჭვულობა შვილს მშობლებთან აქვს. უამრავ კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებსაც სანდო მიჯაჭვულობა აქვთ ნაკლებად აგრესიულები არიან. ასეთ ადამიანებს აქვთ მაღალი თვითშეფასება და იზრდებიან პოზიტიურად.
როდის არის მიჯაჭვულობა საშიში, რა უნდა ვიცოდეთ ტრავმებზე, არაცნობიერზე, საკუთარ ეგოზე, ურთიერთობებზე, ძალადობასა და პირად საზღვრებზე - აღნიშნულ თემებზე პოდკასტში „ცოდნის მოყვარე“ პიროვნული განვითარების ტრენერმა და კლასტერის დამფუძნებელმა ია ბერსენაძემ ისაუბრა:
„ტერმინი მიჯაჭვულობა ქართულად ნათარგმნია, როგორც ნეგატიური კონოტაცია. გვაქვს კომპულსურობასთან, აკვიატებასთან საქმე და ამ ინფორმაციის მატარებელი თავად ეს სიტყვაა. მე მომწონს ნათარგმნი დაკავშირება.
დაკავშირება არის კომუნიკაციის სახე, ბიოლოგიური სახე, რაც მიდის არაცნობიერად. დაკავშირება სჭირდება ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს და ეპოქაში, იმისთვის, რომ გადარჩეს. მიჯაჭვულობა არის ნორმა, უბრალოდ არსებობს ამის კომპულსური სახეობები, რასაც ტოქსიკურ ურთიერთობებს ვეძახით“, - ამბობს ია ბერსენაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ჭადრაკის ლეგენდა იუბილარია - ნონა გაფრინდაშვილი 84 წლის გახდა
🎥 ლაშა ბექაური VS ლევან საგინაშვილი - „მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი ხელი“
⭕შიმშილი - დავიწყებული ბუნებრივი წამალი თუ ფარული საფრთხე? - გიორგი ფხაკაძის გაფრთხილება!