Digest Logo

🎥 დაძაბული ბრძოლა ტაი ბრეიკზე - ნიკოლოზ ბასილაშვილი კარლოს ალკარასთან დამარცხდა

1793302740
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ვენის ტურნირის 1/8 ფინალში ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილასვილი მსოფლიოს გამორჩეულ მოთამამაშეს კარლოს ალკარასს დაუპირისპირდა.

მიუხედავად იმისა, რომ ესპანელი ჩოგბურთელი თვეების უთამაშებელი იყო, პირველი სეტი მან უმაღლეს დონეზე ჩაატარა, ბასილაშვილს შანსი არ დაუტოვა და 6:1 გაიმარჯვა.

მეორე სეტში ბასილაშვილი თავიდანვე დააბრეიკეს, თუმცა თამაშში მალევე დაბრუნდა, უკუ-ბრეიკი შეასრულა და საქმე ტაი ბრეიკამდე მიიყვანა.

ტაი ბრეიკი საკმაოდ დაძაბული და დრამატული გამოდგა. ბასილაშვილს ოთხი სეტ-პოინტი ჰქონდა, ალკარასმა კი ოთხივე გადაარჩინა, თავის მხრივ ესპანელს ოთხი მატჩ-პოინტი ჰქონდა, საიდანაც ერთი გამოიყენა, 13:11 მოიგო და ვენის ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რა კავშირია უძილობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის და როდის სჭირდება პაციენტს ფსიქიატრის ჩარევა - ფსიქიატრი ხატია სულაბერიძე

🎥 სად გადის ზღვარი ფსიქოლოგიასა და ფსიქიატრიას შორის და რატომ გვეშინია სპეციალისტთან მისვლის - ფსიქიატრი ხატია სულაბერიძე ოთარ ტატიშვილის პოდკასტში

⭕ 113 წელი სიცოცხლე და სასწაულები მცხეთაში: ვინ იყო სქემმონოზონი აბრაამი, რომლის საფლავიც სამთავროს მონასტრის ეზოშია - რას წერს გიორგი ლობჯანიძე?

წყარო: lagazzetta.ge

✕