Digest Logo

🎥 რა კავშირია უძილობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის და როდის სჭირდება პაციენტს ფსიქიატრის ჩარევა - ფსიქიატრი ხატია სულაბერიძე

1793292195
ხატია სულაბერიძე

რატომ არის უძილობის პრობლემა საქართველოში განსაკუთრებით აქტუალური, როგორ უკავშირდება ის ფსიქიკურ აშლილობებს და სად გადის ზღვარი ფსიქიატრისა და სხვა სპეციალისტების კომპეტენციებს შორის?

ფსიქიატრი ხატია სულაბერიძე ოთარ ტატიშვილის პოდკასტში „ოთარი ექიმო“ განმარტავს, რომ უძილობა და ფსიქიკური პრობლემები ერთმანეთს მჭიდროდ აკავშირებს და ხშირად ერთმანეთის გამომწვევი მიზეზიც ხდება.

სპეციალისტის თქმით, როდესაც ძილის დარღვევის უკან უკონტროლო ფიქრები და სტრესია, მდგომარეობის დასაბალანსებლად და ფსიქიკური ჯანმრთელობის აღსადგენად პროფესიული ჩარევა და ძილის მოწესრიგება გადამწყვეტია:

რა იწვევს ფსიქიკურ პრობლემებს?

ხატია სულაბერიძე: უძილობა ალკოჰოლიზმი და ა.შ. უძილობის პრობლემა ძალიან ხშირია სამწუხაროდ საქართველოში. ხშირად თავად უძილობა იწვევს ფსიქიკურ პრობლემას ან პირიქით. უკვე არის ფსიქიკური პრობლემა, რაც შემდგომ იწვევს უძილობას. ამიტომ ძილი ძალიან მნიშვნელოვანია.

უძილობას ფსიქიატრი მკურნალობს თუ სხვა სპეციალისტთან ამისამართებთ ხოლმე?

ხატია სულაბერიძე: არის შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვუმკლავდებით, ზოგიერთ შემთხვევაში კი ვამისამართებთ, ნევროლოგებთან და ა.შ. ხშირ შემთხვევაში უძილობის გამომწვევი მიზეზი არის ფიქრები, რომლებიც ჩვენდა უნდებურად მოდის და ამას ვერ ვაკონტროლებთ. დაუპატიჟებელი სტუმარივით მოდის და არ გვაძინებს. ამას სჭირდება ფსიქიატრის ჩარევა, რომ ეს დაბალანსდეს. ძილის მოწესრიგების შემთხვევაში შესაძლებელია, რომ მოწესრიგდეს ფსიქიკური პრობლემები.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 სად გადის ზღვარი ფსიქოლოგიასა და ფსიქიატრიას შორის და რატომ გვეშინია სპეციალისტთან მისვლის - ფსიქიატრი ხატია სულაბერიძე ოთარ ტატიშვილის პოდკასტში

⭕ 113 წელი სიცოცხლე და სასწაულები მცხეთაში: ვინ იყო სქემმონოზონი აბრაამი, რომლის საფლავიც სამთავროს მონასტრის ეზოშია - რას წერს გიორგი ლობჯანიძე?

⭕ რეტრო-პლანეტები, ახალმთვარეობა და მოულოდნელი ცვლილებები - რა გველის 2026 წლის ნოემბერში: თამარ ხოსროშვილის პროგნოზი

✕