Digest Logo

„დაითვალე ადამიანები, ვინც არასოდეს გიღალატებენ... იყო დრო, რაც ბრწყინავდა ყველაფერი ოქრო მეგონა“ - რას წერს გია ჯაჯანიძე

1717505593
გია ჯაჯანიძე

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა.

გია სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.

ამჯერადაც იგი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.

„კედლებს ყურები აქვს“ ჭერს თვალები, ცა გვცდის და მერე, მიწა გვაძლევს პასუხს. ყველამ ყველაფერი არ იცის, მაგრამ აუცილებლად გაიგებს.

არაფერი არ გინდოდეს ადამიანებისგან, სიყვარულისა და ერთგულების გარდა.

გადახედე ისტორიას, ყველა ლიდერი გარემოცვამ დაღუპა, იმიტომ, რომ ლიდერის ეშინიათ.
ჩემთვის, შიში არ შეიქმს სიყვარულს.

მე მიყვარს ლოდინი.

ნდობა დაკარგულები ერთმანეთს ენდობიან და მერე, ერთმანეთს ღუპავენ.

როცა შენ, შენ თავს არ ინდობ, შენს ჯანმრთელობას არ ინდობ, განგება რომ არ გინდობს, რატომ აპროტესტებ?

ყველაფერს ამბობ, თუმცა, მთავარს ვერასოდეს იტყვი.

აბა დაითვალე ადამიანები, ვინც არასოდეს გიღალატებენ.

იყო დრო, რაც ბრწყინავდა ყველაფერი ოქრო მეგონა.

„ყველაფერი რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის“

მე მიყვარს ლოდინი.

გიორგი ჯაჯანიძე“,- წერს ტელეწამყვანი.

კომენტარებში კი მცირე განმარტებას აკეთებს:

„ჩემი აზრით შიში თრგუნავს ადამიანს. დათრგუნული ადამიანი ვეღარ ვითარდება სწრაფად.

ნამდვილი სიყვარული ანთებს გულს, ანათებს თვალებს, ანთებს სულს, სისხლი მოძრაობს სწრაფი ტემპით, ტვინი ერთდროულად განიცდის აღმაფრენას და ჰარმონიას, გიყვარს ყველა და ყველაფერი.

არსებობს ტკბილი სევდა, ტკბილი ტკივილი. მე განვეშორები ყოველგვარ შიშს, რადგან შიში გვაკარგვინებს მთავარს - სინათლეს და რწმენას“,- განმარტავს გია ჯაჯანიძე.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

⭕🎥 ოთახის განიავება, ჩაბნელება და დაძინებამდე შხაპის მიღება - ნევროლოგის რჩევები ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად

⭕🎥 „რომელია შენი ფავორიტი?“- ფეხმძიმე ჯანეტ ქერდიყოშვილი ფერად ლუქებში

⭕„დაითვალე ადამიანები, ვინც არასოდეს გიღალატებენ... იყო დრო, რაც ბრწყინავდა ყველაფერი ოქრო მეგონა“ - რას წერს გია ჯაჯანიძე