მომღერალი ხათუნა ჟორდანია ცნობილი მომღერლის ზურა ხაჩიძის მეუღლეა. მან ცოტა ხნის წინ მძიმე სენი დაამარცხა და საბოლოოდ გამოჯანმრთელდა.
ხათუნა გადაცემის „სიცრუის დეტექტორი“ სტუმარი იყო, სადაც პირად ცხოვრებაზე დასმულ შეკითხვებზე გულწრფელად უპასუხა.
მან პირველი ქორწინებაც გაიხსენა და გაპარვის ამბავი საჯაროდ მოჰყვა.
„მერაბი არის საუკეთესო ძმა, მაგრამ ბავშვობაში ძალიან მკაცრი იყო. იმდენად, რომ კლასელებიც კი შიშით ასავსავებდნენ ხელს. ნებართვას მშობლებისგან კი არა მერაბისგან ვიღებდი ხოლმე.
მეამაყებოდა, რომ უფროსი ძმა მყავდა, დღემდე ასეა და უბედნიერესი ვარ, რომ ღმერთმა ცხოვრებაში მერაბი მაჩუქა.
მერაბმა იცოდა, რომ ჩვენ ერთმანეთს ვხვდებოდით. დედ-მამა და მე მერაბის ბოლო თამაშზე უნდა წავსულიყავით, ვთქვი, რომ არ მინდოდა წასვლა. დამტოვეს ბიძაშვილთან, მეც არც ვაცხელე, არც ვაციე და გავიპარე.
ძალიან დიდხანს დედ-მამა არ მელაპარაკებოდა, არც მერაბი. რამდენიმე თვის შემდეგ ჩემს პირველ ქმარს ვუთხარი, ასე ცხოვრება არ შემიძლია -მეთქი“, - იხსენებს ხათუნა ჟორდანია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ინფორმაცია, რაც აქამდე ხათუნა ჟორდანიაზე არ იცოდით - გაიგეთ, რა ჰქვია მას სინამდვილეში?