Digest Logo

🎥 „დამყავდა ცეკვაზე და მანდედან გამოგვაგდეს, რადგან ამხელა მეწყვილე ვერ იშოვეს...“ - მარინა კოდუა-ფაჩულია

1746388197
მარინა კოდუა

ცნობილი ქართველი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას დედა, მარინა კოდუა-ფაჩულია სტუმრად გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა, სადაც ოჯახზე და ზაზას კარიერის საწყის ეტაპებზე ისაუბრა:

„იმდენად შრომატევადია სპორტსმენობა, არ ვფიქრობდი საერთოდ რომ ზაზა კალათბურთზე შემეყვანა. შინაგანად ვიცოდი, რომ კალათბურთელი იქნებოდა, რადგან ჩემი და დათოს შვილი პატარა არ იქნებოდა. სპორტზე აუცილებლად უნდა შემეყვანა, დამყავდა ცეკვაზე და მანდედან გამოგვაგდეს, რადგან ამხელა მეწყვილე ვერ იშოვეს. ფრენბურთზე დამყავდა, დიდად ვერა. ჩემი მეგობრების დაჟინებული თხოვნით მივიყვანე კალათბურთზე. სანიკიძის მამა, მარკოზაშვილის მამა, ჩემი მეგობრები იყვნენ და ყველა იქ დამხვდნენ“, - იხსენებს მარინა კოდუა-ფაჩულია.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მეგონა თავზე დამემხო ყველაფერი, მაგრამ როდესაც დედა ხარ, არ გაქვს სისუსტის უფლება...“ - რას ჰყვება მანანა კოდუა-ფაჩულია?

🎥 მკვლელობის მუქარა წინასწარ გათხრილ საფლავთან - ფოტოგრაფების ისტორია, რომლებიც 2011 წლის 26 მაისის დარბევის ფოტოებზე აღბეჭდვის გამო დამნაშავედ ცნეს

🎥 2 დღე პაპის კონკლავამდე - ვატიკანი თეთრი კვამლის მოლოდინშია