
ცნობილი ქართველი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას დედა, მარინა კოდუა-ფაჩულია სტუმრად გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა, სადაც ცხოვრების რთული პერიოდი და მეუღლის გარდაცვალების მომენტი გაიხსენა:
„სამწუხაროდ ძალიან ცოტა ხანი მოგვიწია ერთად ცხოვრება. 15 წელი ვითომ ბევრია, მაგრამ ჩემთვის ძალიან ცოტა აღმოჩნდა. უცებ წავიდა 15 წელი და მის მერე ვართ ასე. ინფარქტი მოუვიდა. 33 წლისას ჰქონდა პირველი, შემდეგ არაგვიშავდა. მეორეჯერ გადაიტანა და მესამეჯერ ვეღარ. ცხოვრება კი არ შეიცვალა, მეგონა თავზე დამემხო ყველაფერი, მაგრამ როცა დედა ხარ, ხარ ძლიერი. როცა დედა ხარ, არ გაქვს სისუსტის უფლება. შვილი მყავდა გასაზრდელი და ობოლი ძმისშვილი“, - ჰყვება მარინა კოდუა-ფაჩულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 2 დღე პაპის კონკლავამდე - ვატიკანი თეთრი კვამლის მოლოდინშია