Digest Logo

„დაპირისპირება მოხდა ორ სტუმარს შორის...“ - „რატის ბარი“ განცხადებას ავრცელებს

1747119828
რატის ბარი

თბილისში 11 მაისს, გამთენიისას „რატის ბარში“ მკვლელობა მოხდა.

არსებული ცნობით, მოკლულია 30 წლამდე კაცი. გარდაცვლილს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.

მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს „რატის ბარი“.

როგორც განცხადებაში არის აღნიშნული, მომხდარ დანაშაულთან ბარის არც ერთი თანამშრომელი არ არის კავშირში, მათი განმარტებით, დაპირისპირება მოხდა სტუმრებს შორის, რაც სამწუხაროდ მკვლელობით დასრულდა.

„გამარჯობა

პირველ რიგში ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, გამძლეობას ვუსურვებთ ამ რთულ პერიოდში.

დაპირისპირება მოხდა ორ სტუმარს მხარეს შორის და არანაირ შუაში არ არის რატის ბარის არც ერთი თანამშრომელი. მომუშავე პერსონალი მომხდარ დღეს დაიკითხა შსს-ს მიერ. ჩვენ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ მომხდარ ფაქტზე დაკავებულია 2 პირი. დამნაშავე უნდა დაისაჯოს!

როგორც ჩანს საზოგადოების ნაწილისთვის რთულია, გაარკვიოს რა არის სიმართლე და რა ტყუილი. ეს არ არის პირველი შემთხვევა ჩვენი ბარის მიმართ დეზინფორმაციის. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რაც სოციალურ ქსელში იწერება, გთხოვთ თავი შეიკავოთ წინასწარი დასკვნებისგან. დაელოდეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ეს საზარელი შემთხვევა ჩვენი გუნდისთვის უდიდესი ტრავმაა, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს“, - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „განსაკუთრებით გიმართლებთ, ქარი თქვენი მიმართულებით ქრის“ - 13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან

🎥 „თეთრი ჩემი საყვარელი ფერია და ზღვას მაგონებს“ - თიკა ფაცაცია ლისაბონში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

⭕„ჩვენი გოგო გაქრისტიანდა! ჭეშმარიტად ევლოს სიკეთის, სიყვარულის და სინათლით სავსე გზებზე!“ - ნატო გელაშვილის შვილიშვილი გაქრისტიანდა