ეზოტერიკოსი მაია ყუფარაძე სტუმრად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც მეგობრებზე და მათში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
„გინდ დაიჯერეთ გინდ არა მეგობარს შენი შურს. ბოღმას ფერი აქვს და ამას მე ვამჩნევ. პირს რომ გააღებს და სანამ მე შემომხედავს ვგრძნობ აურას და არის ჭაობის ფერი. შური და ბოღმა ადამიანს ღუპავს და ანადგურებს. თავად სკდება და ხდება ცუდად.
ბრძენმა სოკრატემ მიმართა ღმერთს - ღმერთო შენ დამიფარე მეგობრებისგან და მტრებისგან მე თვითონ დავიცავ თავსო.
ერთხელ ეს სტატუსად დავწერე და ყველა ჩემ მეგობარს ეწყინა, მომწერეს. ღმერთის წყალობით საოცარი და შეკრული სამეგობრო მყავს. მე გავფილტრე მეგობრები დროთა განმავლობაში. თქვენ იცით, რომ პიროტექნიკით ბინა დამეწვა. ბინა კი არ მიტირია, ვიტირე ის ბავშვობა რომელიც ამ უბედურმა შემთხვევამ შეიწირა, რადგან ბევრი მნიშვნელოვანი და ბებია-ბაბუის დანატოვარი ნივთი მქონდა.
მეგობრები მოვიდნენ ყველა ჭირში. ზოგადად ჭირში ყველგან მივდივართ. 10 დღეში ყველაფერი შევქმენი მაგრამ, ადამიანის სახე ლხინში უფრო ჩანს. გაუკვირდათ ახლობლებს ასე მალე როგორ მოახერხეო, ბანკში გედო თანხაო. ბანკში კი არა ბოლო იპოთეკა სწორედ იმ პერიოდში დავფარე. ვერ აიტანეს ხალხის დახმარება. რაც მაქვს გაცემული ყველაფერი უკან დამიბრუნდა. უცხოებიც დამეხმარნენ.
შურის მეათე მცნებას არღვევს ადამიანი. როგორ შეიძლება პირველი მცნებები დაიცვა და ბოლო არა. მითხარით აბა სახლში ჯადოს გაკეთება ვის ხელეწიფება?
მე ვხედავ ვინც აკეთებს ამას, თუმცა არასდროს ვეუბნები, მეტსაც ვხედავ. დაქალები ერთმანეთს ჯადოებს უკეთებენ“, - ამბობს მაია ყუფარაძე.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 13 რამ წარმატების შესახებ რომელსაც არავინ გეტყვით - ალექსანდრე ჯეჯელავას რჩევები
⭕„იფიქრე, განიზრახე, გამოთქვი და გააკეთე სიკეთე...“ - გია მურღულიას შეგონება
⭕„განუმეორებელი გოგო ხარ...“ - სალომე ღვინიაშვილი მოგზაურობიდან ახალ კადრებს აქვეყნებს