Digest Logo

🎥 „დარბაზში, გავიცანი მწვრთნელი ლადო ხუციშვილი, რომელმაც მითხრა, რომ არსებობდა ასეთი სპორტი მკლავჭიდი“ - როგორ გახდა ქართველი ჰალკი მსოფლიოში აღიარებული სპორტსმენი

1715764645
გიორგი ვარდოსანიძე

ქართველო ჰალკი, ლევან საგინაშვილი, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი „მკლავჭიდში“, სტუმრად გიორგი ვარდოსანიძის „არასერიოზულ პოდკასტში“ იმყოფებოდა, სადაც ბავშვობასა და თავისი კარიერის დაწყების ისტორიაზე ისაუბრა.

„ბავშვობიდან რა თქმა უნდა ასეთი არ ვყოფილვარ. გამხდარი კი ვიყავი, მაგრამ ძვლები ყოველთვის დიდი მქონდა. ჩონჩხი მოკლედ, ყოველთვის დიდი მქონდა ხორცი არა. დანამატების მიღებაც მოგვიანებით დავიწყე, თან მაგ დროს ვმუშაობდი ვიღაცამ ეს მირჩია ვიღაცამ ის და ასე. 10 წლის განმავლობაში ვიმატებდი წონას ყოველ ვარჯიშზე პროგრესი მქონდა. 

ძალიან კარგი მეგობრები მყავდა დაახლოებით 16 წლის ვიყავი, როდესაც საბურთალოდან ვარკეთილში გადავედი საცხოვრებლად და იქ მცხოვრებ ბავშვებს მოსწონდათ ფიზიკური ვარჯიში. აქედან დავიწყე უშუალოდ ვარჯიში. ყოველთვის მაინტერესებდა და მინდოდა რომელიმე სპორტში ვყოფილიყავი მაგრამ არ გამოდიოდა, ფეხბურთიც კი ვცადე. შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა და გავეშვი. ჩემი ძმაკაცების დახმარებით, როცა ვარჯიში დავიწყე დარბაზში, იქ გავიცანი მწვრთნელი ლადო ხუციშვილი, რომელმაც მითხრა, რომ არსებობდა ასეთი სპორტი მკლავჭიდი. მოკლედ დამარწმუნა და მისი დახმარებით ჩავერთე ამ სპორტში“, - ჰყვება ლევან საგინაშვილი.

მეტის გასაგებად ნახეთ, ვიდეო:

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„გული არ დაგწყდეთ, მზიან დღეებზეც მალე ვისაუბრებ“ - როგორ ამინდს პროგნოზირებს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე

„კარგი პერიოდია მგზავრობა-მოგზაურობისთვის, სადაც შეიძლება თქვენი ნამდვილი სიყვარული იპოვოთ“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

„ურთიერთგაგება ადამიანებში მატულობს, ჯანმრთელობა უმჯობესდება“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი