მწერალი დათო ტურაშვილი ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ემოციური გამოსვლის შემდეგ შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბირგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც ნეტგაზეთს მწერლის შვილმა ანაკო ტურაშვილმა განუცხადა, დათო ამჟამად შედარებით უკეთ არის, თუმცა მას დღეს მაინც დატოვებენ კლინიკაში.
„გულის კლინიკაშია, ახლა ნორმალურად არის, მაგრამ ძალიან ინერვიულა და გული აწუხებს, ალბათ, იცით და მაქსიმალურად ყველას ვთხოვ არ დაურეკოთ, დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის”, – უთხრა ანაკო ტურაშვილმა ნეტგაზეთს.
დათო ტურაშვილი “რუსული კანონის” კრიტიკის გამო მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას გადაცემაში: “მე-17 სართულზე” – გამოეხმაურა. ემოციური გამოსვლის შემდეგ ის შეუძლოდ გახდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: netgazeti.ge