Digest Logo

🎥 „დავინახე, ვილი სანიოლი სკუტერით მიდიოდა... მაშინვე გადმოვხტი მანქანიდან, მეორე სკუტერს მოვაჯექი და ვცდილობდი, დავწეოდი “ - გიორგი გველესიანი

1721590333
გიორგი გველესიანი

„დავინახე, ვილი სკუტერით მიდიოდა. მაშინვე გადმოვხტი მანქანიდან, მეორე სკუტერს მოვაჯექი და ვცდილობდი, დავწეოდი“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი გველესიანმა გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, სურდა გაეგო, იცნობდა, თუ არა მას საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი.

„საქართველოში რომ ჩამოვედი, ერთ დღეს დავინახე, ვილი სკუტერით მიდიოდა. მაშინვე გადმოვხტი მანქანიდან, მეორე სკუტერს მოვაჯექი და ვცდილობდი, დავწეოდი. უბრალოდ, გავცდებოდი და მინდოდა, მეკითხა - „ვილი, გამარჯობა. თუ მიცნობთ მე?“. სამწუხაროდ, ვერ დავეწიე.

ვილისთვის მიმიწერია კიდეც, მაგრამ მერე მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი და მერე წავშალე.

გავიფიქრე - „არ გინდა, შევცდი-თქო და მინაწერი წავშალე“, - განაცხადა გველესიანმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ზოგს შეიძლება ზედმეტი ეგონოს ის გასამრჯელო, რასაც ფეხბურთელები ვიღებთ, თუმცა დამიჯერეთ ძალიან რთული გზაა“ - გიორგი გველესიანი

🎥 ზეციდან დანახული საქართველო - გერგეტის სამების საძმო

⭕უბერებელი ნანი ბრეგვაძე იუბილარია - ლეგენდარული მომღერალი 88 წლის გახდა

🎥 9 წლიანი ძებნის შემდეგ ნაპოვნი ქილერი - კუს ტბის წილების დათმობის ძველი ისტორია და ბიზნესმენის მკვლელობის ახალი დეტალები