Digest Logo

🎥 „დედას ცეკვაზე უნდა წავეყვანე, მაგრამ მამამ დაასწრო ძიუდოზე წამიყვანა... ბავშვობიდან ერთი წამითაც არ მიფიქრია სხვა რაღაც გამეკეთებინა, ძიუდოს გარდა“ - გიორგი სარდალაშვილი

1747049329
გიორგი სარდალაშვილი

ძიუდოისტმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა (60 კგ წონით კატეგორიაში) გიორგი სარდალაშვილმა „რუსთავი 2-ის“ გადაცემაში „ჩემპიონები“ ბავშვობასა და ძიუდოში პირველ ნაბიჯებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ოჯახი ბავშვობიდან გვერდში ედგა და მის პროფესიულ წარმატებაში ოჯახს უდიდესი როლი აქვს.

„ოჯახის წევრები ბავშვობიდანვე ხელს მიწყობდნენ და ყოველთვის გვერდში მედგნენ. ჩემს წარმატებაში ჩემს ოჯახს ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის. რუსთავში, 6 წლის ასაკში მივედი პირველად ძიუდოზე. ხვიჩა კაპანაძე ასწავლის დღესაც, მაშინაც ის იყო მწვრთნელი, წონით ძალიან პატარა ვიყავი, 18 კილო და მახსოვს არ მიმიღეს. ჩემს მშობლებს უთხრეს ერთი წლის შემდეგ მოიყვანეთო. გავიდა ერთი წელი, ის დღე იყო დედას ცეკვაზე უნდა წავეყვანე, მაგრამ მამამ დაასწრო ძიუდოზე წამიყვანა. საბოლოოდ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. მთელი ბავშვობა ვარჯიშზე ვიყავი გადართული, ასე ჩამინერგეს პატარაობიდან, ასე უნდა ყოფილიყო, მამა ძალიან მაკონტროლებს. ასევე, სწავლის კუთხითაც ვცდილობდი კარგად მესწავლა და სკოლაშიც ხელს მიწყობდნენ.

ბავშვობიდან ყველა შეჯიბრებაში ვიმარჯვებდი, ყოველთვის ოქროს მედლები მქონდა და ერთი წამითაც არ მიფიქრია სხვა რაღაც გამეკეთებინა, ძიუდოს გარდა“,- აღნიშნა გიორგი სარდალაშვილმა.

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 სიმაგრე მკერდში, ვიდეო რომელსაც ყველა ქალმა უნდა უყუროს! - კოტე თოდუას რჩევები

⭕კახეთში კაცი მოკლეს - პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

🎥 „ვუყურებ მოხატულ კედლებს, ვფიქრობ - ნუთუ ეს მე გავაკეთე?...“ - გაიცანით, ხატმწერი მასწავლებელი და მოსწავლე მესტიიდან