Digest Logo

დღეს, 18 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა

1787034134
გიორგი ანწუხელიძე

18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. დღეს მას 42 წელი შეუსრულდებოდა.

ანწუხელიძე ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა. ის პროფესიონალი ქართველი სამხედრო და საერთაშორისო სამშვიდობო მისიების მონაწილე იყო.

2008 წლის ომში IV ქვეით ბრიგადაში ირიცხებოდა. ოკუპანტებმა ქართველი სერჟანტი ტყვედ 9 აგვისტოს აიყვანეს და ცხინვალში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე წამებით მოკლეს. 

ქართველი ჯარისკაცი მოგვიანებით გადმოსვენებულ ცხედრებს შორის ექსპერტიზით ამოიცნეს. მისი დაღუპვის დეტალები ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც რუსებმა წამების ამსახველი ვიდეო გაავრცელეს.

ანწუხელიძეს ეროვნული გმირის წოდება 2013 წლის 15 აპრილს მიენიჭა, ის, ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“. ანწუხელიძის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „მნიშვნელოვანია შინაგანი სიჩუმე და ინტუიციის მოსმენა...“ - 18 აგვისტოს ასტროლოგიური ტენდენციები

⭕ „ვნება პიკს აღწევს...“ - 18 აგვისტოს ასტროპროგნოზი სიყვარულის და ფინანსების მიმართულებით

⭕ „სჯობს სადავეები შენ გეჭიროს, ვიდრე სხვის ეტლში იყო შებმული...“ - რას წერს გია მურღულია