დღეს, 25 ნოემბერს, ქართველი მოციგავეს, ნოდარ ქუმარიტაშვილის დაბადების დღეა. იგი 38 წლის გახდებოდა.
ნოდარ ქუმარიტაშვილი 1988 წლის 25 ნოემბერს ბაკურიანში დაიბადა. ვარჯიში 13 წლის ასაკში დაიწყო. მონაწილეობა მიიღო ბევრ საერთაშორისო შეჯიბრებაში და მრავალი წარმატება მოიპოვა.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილმა 2010 წლის 12 თებერვალს უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 143.3 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეეჯახა.
ამის შედეგად, იგი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით არსებულ ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. 21 წლის ქართველი სპორტსმენი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: