Digest Logo

დღეს, 29 აპრილს „რუსთავი 2-ზე“ ახალი მეგა შოუ „საქართველოს ხმა“ იწყება

1745919800
საქართველოს ხმა

„რუსთავი 2“-ის მთელი შემოქმედებითი გუნდი მორიგი გამოწვევისთვის ემზადება. დღეს, 29 აპრილს ახალი, ყველაზე მუსიკალური მეგა შოუ „საქართველოს ხმა“ სტარტს იღებს.

პირველად საქართველოში, მუსიკალური მეგა შოუს  სამი ქალი წამყვანი წარუძღვება. თიკა ფაცაცია, თაკო ჩორგოლაშვილი და მარიამ სანოგო იდგებიან ახალი პროექტის დიდ  სცენაზე და გაამხნევებენ კონკურსანტებს მაშინ, როდესაც ისინი ჟიურის და მაყურებლის შეფასების მოლოდინში იქნებიან.

ქართული რეპერტუარი, გემოვნება და უნიკალური ვოკალური მონაცემები ის ძირითადი მახასიათებლებია, რომლითაც მონაწილეები ერთმანეთს უპირისპირდებიან.

საქართველოს ხმას და ახალ ვარსკვალვს კი მაყურებელთან ერთად, სამი სუპერ პროფესიონალი ჟიურის წევრი - რუსა მორჩილაძე, დავით ფორჩხიძე  და გიორგი ძოწენიძე აღმოაჩენს.

მონაწილეებს რამდენიმე ტურის გადალახვა მოუწევთ იმისთვის, რომ საუკეთესოთა ათეულში მოხვდნენ და ფილარმონიის დიდ სცენაზე პირდაპირ ეთერში ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგნენ. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ჟიურის სამივე წევრს გააჩნია ერთი ოქროს ბილეთი, რომლის მოპოვების შემთხვევაში, მონაწილე ავტომატურად გამოტოვებს ორ ურთულეს საკონკურსო ეტაპს.

29 აპრილიდან ყოველ სამშაბათს 22:00 საათზე, "რუსთავი 2"-ის საღამოს ეთერში შესაძლებლობა გექნებათ თვალი ადევნოთ იმ მუსიკალურ პროექტს, რომელიც ქართული სიმღერის უბადლო შემსრულებლებს გაგაცნობთ. საბოლოოდ კი ერთად გავიგებთ, ვინ გახდება ქვეყნის საუკეთესო ხმის მქონე გამარჯვებული, რომელსაც ჯილდოდ ბინა გადაეცემა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გვემახსოვრები... იქ შენი მაგარი მშობლები და ბიჭები გელოდებიან...“- ამერიკაში ქართველებმა ქართველი მოკლეს

⭕გურამ ქუთათელაძე UFC-დან გაუშვეს - რა დეტალები ხდება ცნობილი?

🎥 „არ ენდოთ ინფორმაციას, რომელსაც დღეს მოისმენთ...“ - 29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან