Digest Logo

„დღეს 70 წლის გავხდი... სულ მახსოვს, რომ ღმერთი და სამშობლო არაფერზე იცვლებიან“ - გია მურღულია იუბილარია

1729581931
გია მურღულია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია იუბილარია, დამსახურებული პედაგოგი 70 წლის გახდა.

აღნიშნულ საიუბილეო თარიღს სოციალურ ქსელში თავად იუბილარი ეხმაურება და წერს, რომ მისთვის როგორც ადამიანისთვის მთავარი ღირებულება ამდენი წლის მანძილზე სხვა ღირებულებებთან ერთად ღმერთი და სამშობლოა.

„დღეს 70 წლის გავხდი.

თავადაც არ მჯერა, რომ ამდენი დრო გავიდა, მაგრამ ასეა.

ჩემი მოსწავლეები და მეგობრები ხანდაზმულობასა და მოწყენილობასთან მარტო დარჩენის უფლებას არ მაძლევენ.
ამის უფლებას არც ჩემი ფიქრი და განწყობა მაძლევს.

ისევ ვაფასებ სიყვარულს, თავისუფლებას, მშვიდობას, გონიერებას, ღირსებას, განათლებას, კარგ წიგნებსა და პასუხისმგებლობას.

სულ მახსოვს, რომ ღმერთი და სამშობლო არაფერზე იცვლებიან.

არასდროს ვივიწყებ ჩემთვის ძვირფას იდეებსა და ადამიანებს.

კვლავ ვფიქრობ, რომ ჭეშმარიტებას მშვენიერება და გემოვნება უხდება.

ასე იყო აქამდე (ეს დედამ, მამამ და ჩემმა მასწავლებლებმა შთამაგონეს) და ასე იქნება დარჩენილ დროშიც.
ადამიანები ბერდებიან, ღირებულებები - არა.

მადლობა ჩემს დიდ ოჯახს და ყველას, ვინც ამ 70 წლის განმავლობაში მასწავლა, როგორი უნდა იყოს ადამიანი.
არაფერი მთავრდება, სანამ ის გეკუთვნის, რაც გეძვირფასება“,- წერს გია მურღულია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „შეგვიძლია წამოვიწყოთ სარემონტო სამუშაოები, სოფლის მეურნეობის საქმე, ფულის გადანახვა“ - 22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

🎥 „საინტერესო დღე გელოდებათ, გადაწყვეტთ ფინანსურ საკითხებს“ - 22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

⭕ლევან ქარაზანიშვილის ოჯახური იდილია - რა ფოტოებს აქვეყნებს ცნობილი ექიმი?