Digest Logo

დღეს მზის დაბნელებაა, რიტუალები რომლებიც უნდა ჩაატაროთ – „23:55 წუთზე ავიღოთ ნებისმიერი სახის გასაღები“

1712555655
მზის დაბნელება

რა რიტუალები უნდა ჩავატაროთ მზის დაბნელების პერიოდი – ეზოთერიკოსმა ანზორ ოდიშარიამ ამის შესახებ „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

როგორც ეზოთერიკოსი აღნიშნავს, 8 აპრილს, 10:00 საათიდან დღის ბოლომდე მნიშვნელოვანი პერიოდია.

„ამ დღეს კონფლიქტების გარეშე უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით ოჯახში, ასევე საჭესთან. არ უნდა ვიყოთ აგრესიულები, ვიყოთ  მაქსიმალურად ფრთხილად და დავიცვათ ყველა რეკომენდებული წესი, არ გამოვხატოთ ნეგატივი სხვა მძღოლების მიმართ.

გარდა ამისა, არ ვაკეთებთ ახალ შენაძენს, არ მივიღოთ მძიმე საკვები.

რაც შეეხება რიტუალს, რომელიც უნდა შევასრულოთ – 23:55 წუთზე ავიღოთ ნებისმიერი სახის გასაღები, დავხუჭოთ თვალები და წარმოვიდგინოთ, რომ ეს გასაღები ჯადოსნურია, ჩვენი წარმატების გასაღებია. ასევე, სიმბოლურად შეგვიძლია ოქროსფერი ძაფი, მატერია შევიბათ ხელზე, ჩავიფიქროთ სურვილი – ეს ბედნიერებას და წარმატებას მოგიტანთ.

8 აპრილს, 10:00 საათიდან დღის ბოლომდე მნიშვნელოვანი პერიოდია. ყველა ძველი საქმე უნდა მოვაწესრიგოთ, მოვაგვაროთ და ჩავხუროთ. ამ შემთხვევაში, სამყარო მოგვცემს საშუალებას მაისიდან ვიბედნიეროთ და ვიყოთ წარმატებულები”, – ამბობს ეზოთერიკოსი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩემი ტანსაცმელი იმდენ ადამიანს ეცვა, ტირილი მომინდა...“ - რას ჰყვება დემნა გვასალია

⭕„ჩემი ძმა დაიჭირეს, იმიტომ რომ მე ტელევიზიიდან წავედი, ახლა რადიკალურად განსხვავებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ... „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს ყველაფერს პოლიტიკური სახე ჰქონდა“ - ლევან გოგორელიანი