Digest Logo

🎥 „დღეს ყველას ტელეფონში ურჩევნია...ძალიან ჩაკეტა ტექნოლოგიებმა ადამიანი“ - დეკანოზი შალვა კეკელია

1762024108
შალვა კეკელია

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში დეკანოზ შალვა კეკელიას ქადაგებიდან ამონარიდს გვიზიარებს:

- დღევანდელი შეხვედრის მიზეზიც ის იყო, რომ — „თაობა Z – სულიერი გამოწვევები“ და მაინტერესებს — ჩვენი თაობა რატომ არის გამორჩეული მაგალითად წინა თაობისგან? რით არის გამორჩეული?

შალვა კეკელია: ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მაგაზე დავიწყე საუბარიც თავიდან. ადამიანი ყოველთვის იყო ერთნაირი, ადამიდან მოყოლებული ბოლო ადამიანამდე იყო ერთნაირი. ადამიანს აქვს ერთი სულიერი გამოწვევები, ვნებები, სულიერი განვითარებები — ეს ყველა ადამიანშია, მაგრამ არის ტექნოლოგიური, ინფორმაციული განვითარებები. მაგალითად თქვენმა თაობამ რაც იცის, ეს ჩვენ არ ვიცოდით. რაც ახლა თქვენ გაქვთ ინფორმაცია — მსგავსი ინფორმაციები ჩვენ არასოდეს არ გვქონია, ვერც გვექნებოდა რადგან ასეთი რაღაცები არც იყო.

ჩვენ სხვანაირი განვითარება გვქონდა, ერთმანეთთანაც სხვა ურთიერთობაში ვიყავით, თუნდაც უამრავი თამაშობები გვქონდა. სტადიონზე რომ ვიყავით, ერთი სული გვქონდა არ წაგვეგო, რომ წაგვეგო უნდა დავლოდებოდით სანამ შენი ჯერი არ მოვიდოდა. ჩვენს ბავშვობაში სტადიონზე რიგები იყო ხოლმე, გადატყავებული იყო მთელი სტადიონი. ასეთი აქტივობები გვქონდა ჩვენ. ახლა რომ ვუყურებ ეს დღეს აღარ არის, როცა ჩავედი ჩემს სოფელში ძალიან დიდი ბალახი იყო ამოსული, ვინ ამოუშვებდა ბალახს დღე და ღამე მანდ ვიყავით.

დღეს ყველას ტელეფონში ურჩევნია, სოფელში რომ ვიყავი ჩასული და ბავშვებს ვუყურებდი — ყველა ზის და ყველა ტელეფონშია, ერთმანეთს იქვე ტელეფონით ესაუბრებიან. პირისპირ სხედან და ტელეფონით ესაუბრებიან ერთმანეთს. რაღაც რომ გინდა გამოუხატო შენს მეგობარს — ეს დღეს კომენტარით და ლაიქით გამოიხატება. თუ ადამიანმა კომენტარი არ დაგიწერა — შენი მეგობარი აღარ არის, მეგობარად არ თვლი იმ ადამიანს, ეს გამოწვევა დგას დღეს.

განსხვავება ის არის, რომ თქვენ დღეს ბევრი ინფორმაცია გაქვთ და ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენს დროს უფრო მეტი ახლო ურთიერთობები გვქონდა ერთმანეთთან, თუნდაც საუბრები ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მე და ჩემი მეგობრები, წიგნის კითხვაში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს, შემდეგ სულ ვარჩევდით ხოლმე წიგნებს და ანალიზს ვუკეთებდით, შენ როგორ გაიგე ეს წიგნი და მე როგორ გავიგე. ეს განსხვავებაა დღევანდელ თაობასა და ჩვენს თაობას შორის.

დღეს ძალიან ჩაკეტა ტექნოლოგიებმა ადამიანი, საკუთარ თავთანაც კი ჩაკეტა. თავის სამყაროშია და სხვა ადამიანი არ სჭირდება. ხელოვნური ინტელექტი აქვთ უკვე და იმას ეკითხება ყველაფერს. როგორ მოვიქცე, ხვალინდელი დღე დამიგეგმა და აღარ სჭირდება რომ ადამიანს ელაპარაკოს. ის კარგად პასუხობს, რადგან ყველაფერი მას აქვს — დაუწერ და წამებში ამოგიყრის ყველაფერს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„კუკური მაწავლებელო, რაფერია ჩემი შვილი ქვენთან?...გამრავლების ტაბულა მართლა არ ვიცი“ - ზურა შევარდნაძე

⭕ „რუტინა ძალზე მომაბეზრებელი ხდება და ადამიანები რაღაც ავანტიურული თავგადასავლებისკენ ილტვიან...“ - ხათუნა ნოელი მარსის მშვილდოსნის ნიშანში გადასვლაზე

🎥 „იცოდით რომ გაზების გაშვება სიცოცხლეს გიხანგრძლივებთ?...“ - სპეციალისტის განმარტება