Digest Logo

„დილას ოჯახისთვის მზრუნველი ქმარი გაგაცილა, საღამოს შენი უსიცოცხლო, აკინძული სხეული მოუყვანეს სახლში“ - ცნობილია, თბილისში ავარიის შედეგად დაღუპულის ვინაობა

1754308382
ბესო თოდუა

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ცინცაძის ქუჩაზე ავტომობილი და სკუტერი ერთმანეთს დაეჯახა, რის შედეგადაც სკუტერის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

დაღუპული ბესო თოდუაა, რომელსაც ნათესავი სოციალურ ქსელში ემშვიდობება:

„ჩემო სიმპათიურო, ყველანაირად გამორჩეულო ბიჭო, ეს რა უბედურების მომსწრე გაგვხადე. როგორ შევეგუოთ იმ აზრს, რომ შენისთანა საოცარი ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან...

დატოვე გაუბედურებული მშობლები, შენი ლამაზი ოჯახი, შენი მეუღლის გაფერმკრთალებული თვალები, რომელიც გეძებს და გონს ვერ მოსულა...

დილას ოჯახისთვის მზრუნველი და მოსიყვარულე ქმარი გაგაცილა და საღამოს შენი უსიცოცხლო, აკინძული სხეული მოუყვანეს სახლში... უფალმა გააძლიეროს და გააზრდევინოს შენი დანატოვარი...

როგორც შენ გაგიხარდებოდა ისე, რათა შენმა სულმა სულმა სიმშვიდე პოვოს...“, - წერს დაღუპულის ნათესავი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„კამერით ხელში მესაუბრებოდა და რეპლიკებს მაწვდიდა, მეხმარებოდა, მეფერებოდა, ცდილობდა როგორმე ის პერსონაჟი დაენახა ჩემში“ - რას იხსენებს ნანა შონია ელდარ შენგელაიაზე

„მადლობა ყველა იმ თეთრი ვარდისთვის, რომელიც კიტას საფლავზე მიგქონდათ“ - ნიკოლოზ წულუკიძე ელდარ შენგელაიას ემშვიდობება

„ჩვენი ქვეყნის კულტურა გააცნო მთელს მსოფლიოს და ბოლოს წავიდა მის უსაყვარლეს შვილთან, ელენიკოსთან...“ - კირა ანდრონიკაშვილი ელდარ შენგელაიას ემშვიდობება