Digest Logo

„მადლობა ყველა იმ თეთრი ვარდისთვის, რომელიც კიტას საფლავზე მიგქონდათ“ - ნიკოლოზ წულუკიძე ელდარ შენგელაიას ემშვიდობება

1754306138
ნიკოლოზ წულუკიძე

ლეგენდარული რეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ელდარ შენგელაიამ კინორეჟისორის უმაღლესი განათლება მიიღო კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში. 1957-1959 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „მოსფილმში“. 1960 წლიდან გადავიდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. თავისი სადებიუტო ფილმი მან გადაიღო 1963 წელს თამაზ მელიავასთან ერთად. „თეთრი ქარავანი“ მწყემსთა ცხოვრების სირთულეს აღწერს.

ელდარ შენგელაიას ყველასათვის საყვარელი ტელეწამყვანი და მსახიობი ნიკოლოზ წულუკიძე ემშვიდობება:

„დიდი რეჟისორი წავიდა!!! ჩემი და ჩემი ოჯახის დიდი გულშემატკივარი.

P.S. მადლობა ყველა იმ თეთრი ვარდისთვის, რომელიც მიგქონდათ კიტას საფლავზე - ელენიკოსთან ისე არ მივალ, კიტასთან რომ არ გამოვიაროო.

წავიდა თავის ელენიკოსთან, მიყვარხართ და მომენატრებით!!“, - წერს ნიკოლოზ წულუკიძე. 

ელდარ შენგელაიას ფილმებიდან აღსანიშნავია: „ლეგენდა ყინულის გულზე“, „თოვლის ზღაპარი“, „თეთრი ქარავანი“, „მიქელა“ (ნოველა კინოალმანახზე „წარსულის ფურცლები“), „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „ექსპრეს-ინფორმაცია“, „Dog Rose“, „სავარძელი“, „ჭა“.

მიღებული აქვს საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია, შრომის წითელი დროშის ორდენი, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, წმინდა გიორგის ოქროს ორდენი, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ჩვენი ქვეყნის კულტურა გააცნო მთელს მსოფლიოს და ბოლოს წავიდა მის უსაყვარლეს შვილთან, ელენიკოსთან...“ - კირა ანდრონიკაშვილი ელდარ შენგელაიას ემშვიდობება

„ასე მგონია, ის ცათმფრენი სადღაც იდგა, რეზო გაბრიაძე იჯდა ცათმფრენზე და ელოდა, ახლა ერთად გაფრინდნენ“ - გიორგი კეკელიძე ელდარ შენგელაიაზე

„იცით როგორია საყვარელი ადამიანის დაკარგვა? საყრდენი კედელი რომ ჩამოგენგრევა...“ - რას წერს მტკვარში დაღუპული უტა ელიავას ცოლი