Digest Logo

„დილემის წინაშე ვდგავარ“ - კონტემ კვარაცხელიასა და ნერესზე ისაუბრა

1729276050
ხვიჩა კვარაცხელია

სერია ა-ს მორიგი ტურის წინ, ანტონიო კონტემ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა, სადაც იტალიელმა ხვიჩა კვარაცხელიასა და დავიდ ნერესის კონკურენციაზე ისაუბრა:

„დავიდ ნერესი ახლა სულ სხვა ფეხბურთელია. ის ყველაზე გვიან შემოგვიერთდა, შესაბამისად ადაპტაციისთვის დრო დასჭირდა, ახლა კი მან თავის ტკივილი გამიჩინა... ახალი დილემის წინაშე ვდგავარ, კვარაცხელია თუ ნერესი? ზოგიერთი სიტუაციის გათვალისწინებით, ამ კითხვას ხშირად ვსვამ, რადგან ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთისგან სხვადასხვა ასპექტში განსხვავდება. სხვაობა არის როდესაც ისინი ბურთთან ერთად არიან, როდესაც დაცვას ეხმარებიან, როდესაც პრესინგს თამაშობენ და ა.შ.

ერთი თვის თავზე, ნერესზე იმის თქმა შემიძლია, რომ სასტარტოში თამაშის დაწყება შეუძლია, ჩემი მიზანი კი გუნდში ჯანსაღი კონკურენციის შექმნაა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ შეიძლება უფრო დიდ სათამაშო დროს იღებდე, მაგრამ შენს უკან სხვა ფეხბურთელებიც არიან, რომლებიც ბევრს შრომობენ და თამაშის სურვილი მათაც აქვთ.

თუმცა მიმაჩნია, რომ სწორედ ასეთი ჯანსაღი კონკურენციაა წარმატების გასაღები. „ნაპოლი“ წარმატებას სწორედ ასე მიაღწევს“, - განაცხადა ანტონიო კონტემ.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ფრთხილად! საჭესთან ნინოა ...“ - ნინუცა ორჯონიკიძის მორიგი თავგადასავალი კახისის ტბაზე

⭕„ციკლონური მორევი გააგრძელებს უარყოფით გავლენას“ - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან

თბილისში 73 წლის ვასილ ტალახაძეს ეძებენ

წყარო: lagazzetta.ge