დომინიკელთა რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა დომინიკელთა რესპუბლიკის დროშის ფერებში განათდა.
დომინიკელთა რესპუბლიკა დღეს ჰაიტისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებას აღნიშნავს.
182 წელი შესრულდა დამოუკიდებლობის ომიდან, რომელიც 1844 წლის 27 თებერვალს ჰაიტისგან დამოუკიდებლობის მოპოვებით დასრულდა. ამ დღეს დომინიკელთა რესპუბლიკაში სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებით აღნიშნავენ. იმართება სადღესასწაულო მარში, ასევე კოსტიუმირებული კარნავალი, რომლისთვისაც მოქალაქეები საგანგებოდ ემზადებიან.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: