
„შუადღის“ გადამღებმა გუნდა მორიგი სოციალური ექსპერიმენტი ჩაატარა, სადაც მსახიობები, ვითომ მამა უხეშად ეპყრობოდა პატარა ქალიშვილს.
ექსპერიმენტი თბილისის ერთ-ერთ ხალხმრავალ ადგილას ჩატარდა, სადაც კაცი ბავშვს ეჩხუბებოდა და ფიზიკურადაც ეხებოდა.
როგორც კადრებში ჩანს ექსპერიმენტში გამვლელები აქტიურად ჩაერთნენ:
„მსგავსი ფაქტები არ უნდა გავატაროთ, საზოგადოების ჩართულობა მნიშვნელოვანია“,
„ამეტირა, ამ ბავშვის ხელა შვილიშვილი მყავს და ძალიან იმოქმედა ჩემზე, მომიკვდა გული ამის ყურებაზე“,
„აუცილებლად უნდა მიხვიდეთ მსგავსი შემთხვევის დროს და დაეხმაროთ“, - ამბობენ მოქალაქეები, მას შემდეგ როცა გაიგეს რომ ეს ყველაფერი ექსპერიმენტი იყო.
ერთ-ერთმა ქალბატონმა ბავშვის წაყვანაც გადაწყვიტა, რომ სიტუაციას გაერიდებინა.
უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რას გეუბნება პულსი შენი ჯანმრთელობის შესახებ?! - კოტე თოდუას რჩევები, რომელიც უნდა იცოდეთ!
⭕„ტყუილად არ ეძებოთ ბავშვის მამა...“ - რას წერს ნუცა ბუზალაძე
🎥 რა ემართება ორგანიზმს რძის გარეშე? - რძის დადებითი და უარყოფითი თვისებები