
კომპოზიტორმა ნუნუ დუღაშვილმა 92 წელი ისე გაიარა, რომ ინტრიგებში არ გარეულა, თვითონ კი ხშირად ყოფილა ჩუმი შურის მსხვერპლი. მისთვის მთავარი მუსიკა და შემოქმედება იყო. ყველაზე დიდი მეგობარი კი თავისი როიალი, რომელთანაც უკვდავ მელოდიებს ქმნიდა.
ამჯერად „დაიჯესტი“ გთავაზობთ ნუნუ დუღაშვილის ინტერვიუს ჟურნალ „სარკესთან“ სადაც კარიერასა და ინტრიგებზე საუბრობს:
- ხელოვნების სფეროში ყოველთვის არის შური, ქიშპობა, დაუნდობელი კონკურენცია. თქვენ ეს ყველაფერი შეგეხოთ?
ნუნუ დუღაშვილი: ვერავინ ვერაფერს მაკლებდა. ისეთი ფეხებზე მკიდია ვიყავი, რომ მათ ინტრიგებს გვერდს ვუვლიდი. ძალიან ბევრი ჩუმი მტერი მყავდა, მაგრამ სულ იმას გავიძახოდი, მტერი არ მყავს მეთქი. ჩემ მიმართ რა არ იკადრეს. სადაც მე მივედი და მუშაობა უნდა დამეწყო, ყველგან სხვა ჩამეჩხირა, მაგრამ არავის გავკარებივარ. ჩემი გზით მივდიოდი და ჩემ საყვარელ საქმეს ვაკეთებდი. ცხოვრებაში არაფერს ვიკლებდი, არც მეგობრებთან ქეიფს, არც სადმე წასვლას, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ როიალთან ჯდომა ჩემი მთავარი საქმე იყო. თავადაც არ ვიცი როგორ გავხდი კომპოზიტორი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ალექსანდრე ერთადერთი კაცია, რომელსაც ჩემი მართვა შეუძლია...“ - რას ამბობს ანა ამილახვარი შვილზე?
⭕„კარგად მახსოვს, გალაკტიონს კალთაში ვუჯდებოდი...“ - რას ჰყვება მანანა მენაბდე?