ყველასთვის საყვარელი მომღერალი ცისანა სეფიაშვილი ასაკს არასოდეს მალავს, არაჩვეულებრივად გამოიყურება და მიიჩნევს, რომ ეს მისი ხასიათის დამსახურებაა. უხარია სხვისი წარმატება, ხარობს სხვისი ბედნიერებით და ცხოვრების ის გზა, რომელიც მარტივი გასავლელი სულაც არ იყო, უკან მოიტოვა.
მომღერალი გადაცემას „სხვა რაკურსი“ ესტუმრა, სადაც ბავშვობა გაიხსენა და თქვა, რომ ყოველთვის უნდოდა დედმამიშვილი ჰყოლოდა:
„ძალიან ბრჭყვიალა, ძალიან მშვიდი ვიყავი, მაგრამ სულ მინდოდა მყოლოდა და ან ძმა. და უფრო მინდოდა მაგრამ, როცა გავიზარდე და გავიგე, რომ ჩემზე წლინახევრით პატარა ტყუპი ძმები უნდა მყოლოდა და ვერ მოხდა, აჩი და შოთი არველაძეები ცემი მეზობლები იყვნენ, სულ მეგონა რომ მათნაირი ძმები იქნებოდნენ. ალბათ საშინელ დღეში ჩამაგდებდნენ. რეალურად რაც მახსენდება, ჩემთვის არ იყო საყვედური და ა.შ. მომთხოვნი არასოდეს ვიყავი. ყველასთვის ვიყავი დედისერთა ცისანა.
თავიდანვე მქონდა დედმამიშვილის სურვილი. ამიტომ მყავს მე ბევრი შვილი. ვტკბები ამ ბედნიერებით, როგორ არიან ერთი გუნდი და გააქვთ ერთმანეთი. შეგრძნება მაქვს, რომ შვილები ჩემი და ძმა არიან, მესაიდუმლეები. მინდოდა ბევრი შვილები, თუმცა ეგოისტიც ვარ. ჩემი ხასიათია ეს რომ ჩემ ირგვლივ ტრიალებს სამყარო“, - აღნიშნა ცისანა სეფიაშვილმა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი...დედას სამწუხაროდ ვატყუებდი ხოლმე...“ - როლანდ ოქროპირიძე