Digest Logo

🎥 „ძალიან დიდ ბრძოლებს გავდივარ, მინდა თუ არა საერთოდ დავრჩე ამ სფეროში“ - ავთანდილ ცქვიტინიძის გულწრფელი აღიარება

1790062747
ავთანდილ ცქვიტინიძე

დილის 06:00 საათზე დაწყებული მკაცრი დისციპლინა, 15 კვადრატულ მეტრში გახსნილი პირველი მაღაზია და 30-წლიანი დაუღალავი შრომა ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა, ავთანდილ ცქვიტინიძემ გადაცემაში „იმედის დილა“ გულახდილად ისაუბრა.

დიზაინერის თქმით, მიუხედავად განვლილი წარმატებისა, ახლა სულ სხვა ინტერესები იზიდავს და მუშაობასაც კვლავ დამოუკიდებლად, პარტნიორების გარეშე ამჯობინებს:

„დილა იწყება 06:00 საათზე, ჯერ წყალი და მოგვიანებით ყავა. შემდეგ ვარჯიში, ძირითადად გამოშრობაზე ვვარჯიშობ. სადღაც 08:00 საათზე მოვდივარ სამსახურში, რომ ავცდე საცობებს. ძალიან დისციპლინირებული შრომისმოყვარე და მიზანდასახული ვარ. ალბათ ამ 30-მა წელმა აჩვენა ეს ყველაფერი. დისციპლინას კიდე გამომუშავება სჭირდება. ბავშვობიდან მომყვება, მაგრამ დასახვეწია. 

პროფესიით ვარ ფერმწერი, სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი „ავანგარდული მოდის ფესტივალზე“, თუმცა ვერ გავიმარჯვე და ყველას დავამახსოვრე თავი. დავიწყე ინდივიდუალური მომსახურება მოდელებთან. გავაკეთე 15 კვადრატულ ფართში მაღაზია. გამანაწილეს ფაბრიკაში იმერეთში, თბილისიდან დავდიოდი ქუთაისში. შემდეგ გავაკეთე პირველი პრეზენტაბელური ჩვენება ბაბლუანის კინოსტუდიაში, სადაც შეიკრიბა სრულიად ელიტა შეიკრიბა იმდროინდელი ქართული საზოგადოების. ამას მოჰყვა ინდივიდუალური შეკვეთები, ხელოვანებში, სპორტში და ა.შ. მოგონილ დროში დავიწყე დიზაინერობა.

აღმოჩნდა, რომ დილის 05:00 საათზე პურის რიგში რომ წახვალ, ამის შემდეგ გჭირდება ზეიმი და მე ადამიანებს მივეცი ზეიმი. დღეს რომ ვიწყებდე, არ მაქვს პასუხი, დავიწყებდი თუ არა ამ პროფესიით მუშაობას?! ახლანდელი გადმოსახედიდან სხვა რაღაცები მიზიდავს. ძალიან დიდ ბრძოლებს გავდივარ, მინდა თუ არა საერთოდ დავრჩე ამ სფეროში. არ მინდა ამ სფეროს ვემსახურებოდე, დროთა განმავლობაში ასეთი შთაბეჭდილება მაქვს. ბევრი რაღაც დავტესტე, ბევრ ვიღაცებთან ერთად, თუმცა არ აღმოჩნდა მომგებიანი. მუშაობა მარტო მირჩევნია, რა თქმა უნდა“ ,- აღნიშნა ავთანდილ ცქვიტინიძემ.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ღვთისმშობლობის მეორე დღე: წმინდა იოაკიმესა და ანას საოცარი ისტორია და 50-წლიანი ლოცვის ნაყოფი“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე

⭕ კვირის დღეების ასტროპროგნოზი - „იყავით ფრთხილად“

⭕„იარეთ ფეხშიშველმა, შეიწოვეთ შემოდგომის მზის სითბო...“ - შემოდგომის ბუნიობა და მზე სასწორში