Digest Logo

„ღვთისმშობლობის მეორე დღე: წმინდა იოაკიმესა და ანას საოცარი ისტორია და 50-წლიანი ლოცვის ნაყოფი“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე

1790060912
გიორგი ლობჯანიძე

დღეს, 22 სექტემბერს, ღვთისმშობლობის მეორე დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს მიწიერ პაპა-ბებიას - წმინდა მართალ იოაკიმესა და ანას მოიხსენიებს.

საეკლესიო გადმოცემით, დავითის შტოსა და სამღვდელმთავრო გენეალოგიის შერწყმით შექმნილმა ღვთისმოსავმა წყვილმა, ხანგრძლივი უშვილობისა და საზოგადოებრივი ვედრების მიუხედავად, 50-წლიანი ლოცვისა და სასოების შედეგად უფლისგან უდიდესი წყალობა მიიღო.

ანგელოზის ხარებით დაბადებული მარიამი მათ ღმერთსვე დაუბრუნეს და ტაძრად მიიყვანეს, რამაც კაცობრიობის ხსნის განგებას ჩაუყარა საფუძველი.

აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციულ პოსტს ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე გვიზიარებს:

„იცით თუ ვინ იყვნენ განკაცებული მესიის ,,იესო ქრისტეს - მაცხოვრის” მიწიერი წინაპრები, (იგულისხმება ბაბუა და ბებია) ღვთისმშობლის მშობლები, ვის ხსენებასაც ღვთისმშობლობის მეორე დღეს აღვნიშნავთ?

ესენი არიან წმინდა იოაკიმე და წმინდა ანა. იოაკიმე დავითის შტოს ხაზით მოდის, ანა სამღვდელმთავრო გენიალოგიური ხაზია.

საინტერესოა, არა? მესიანური და სამღვდელმთავრო ხაზის შერწყმა.

მათ პატარა და სამაგალითო ოჯახი ჰყავდათ. გამოირჩეოდა ღვთისმოსაობით. შემოსავლიდან ერთ მესამედს ტაძარს სწირავდნენ, მეორეს ღატაკებს და მოხუცებს, ხოლო დარჩენილს პირადი საჭიროებისთვის მოიხმარდნენ.

თითქოს, ბედნიერი ცოლ-ქმარი იყვნენ, თუმცა 50 წლიანი ურთიერთობის შემყურე შვილი არ ჰყავდათ, უნაყოფობა გულს მწუხარებით უვსებდათ.

გეტყვით, რომ იმ დროისთვის, უშვილობა დიდ შეურაცხყოფად და უფლის უდიდეს სასჯელად ითვლებოდა. ამის გამო, ახლობლები და ღვთისმსახურები მუდმივად ვედრებით იხსენიებდნენ.

დიდ დღესასწაულებს, როგორც წესი, იერუსალიმში ხვდებოდნენ, ტაძრის განახლების დღესასწაულზე, რა თქმა უნდა, იოაკიმეც მივიდა, თუმცა მღვდელმთავარმა ისახარმა მისი ძღვენი არ მიიღო და უთხრა - ,,უფალმა რაღაც საიდუმლო ცოდვის გამო მოგაკლო კურთხევაო”.

ისახარს სხვა თანამოძმეებაც აუბეს მხარი და საბოლოოდ გულდამძიმებული იოაკიმე 40 დღის მანძილზე დღე-ღამის განმავლობაში უდაბნოში გოდებდა, მარხულობდა და ლოცულობდა, რათა უფალს აეცილებინა ეს განსაცდელი და სიბერის მიუხედავად, შვილი მიეცა.

ქმრის შეურაცხყოფის შემყურე, ვეღარ დაითმინა ამდენი წმინდა ანამ და ბაღში განმარტოვდა, დაფნის ხის ძირას მჯდომს, მომტირალს სჯეროდა რომ უფალი ყოვლისშემძლე იყო და ყველა დარდს გაუქარვებდა.

უეცრად უფლის ანგელოზმა ახარა ანას და უთხრა: ,,ანა, უფალმა ისმინა შენი ლოცვები, გეყოლება შვილი და შენი თესლისგან იკურთხება ყოველი ტომი დედამიწაზე. შენი ასულის სახელი მარიამი იქნება და კაცობრიობა მისგან მიიღებს მხსნელს”. ანგელოზმა ისიც უთხრა მას, რომ იერუსალიმში უნდა წასულიყო და იქ ოქროს კარიბჭესთან შეხვდებოდა მეუღლეს.

წმინდა ანამაც პირობა დადო, რომ ჩვილს უფლისთვის აღზრდიდა.

ამაზე კი წმინდა გრიგოლ პალამა ბრძანებს: „მათ ღვთისგან დაპირებული მიიღეს და პირობა დაბადებით აღსრულდა. შემდეგ ღვთისგან ბოძებული მათ ღმერთსვე დაუბრუნეს“.

იერუსალიმის ტაძრის ირგვლივ იყო შენობა, სადაც იყვნენ ნაზარეველები. მანდ ცხოვრობდნენ ისინი, ვინც თავი ღმერთს მიუძღვნეს და ოჯახები არ ჰყავდათ, ასევე ქვრივი ქალები და ზოგადად, ქალწულები. ასე იყო ღვთისმშობლის შემთხვევაშიც. მიიყვანეს, რათა აღზრდილიყო იმ ქალწულთა შორის, რომლებმაც ღმერთს მიუძღვნეს თავი.

ტაძართან მიმავალ წმინდა მარიამს ზაქარია მღვდელმთავარი შეეგება და 3 წლის მარიამმა ტაძრის 15 საფეხური სასწაულებრივად, დაუხმარებლად აირბინა ისე რომ არავინ დახმარებია და ზაქარიას მუხლებზე შემოეხვია. ზაქარიაც სულიწმიდის მადლმა მოიცვა შეხებისთანავე და მიხვდა რომ ყრმა ღვთის მადლის მატარებელი იყო.
ყრმა წმინდა მარიამი ხელში აიყვანა და შეიყვანა წმინდათა წმინდაში, ტაძრის იმ საკრალურ ადგილას, სადაც მღვდელმთავარს შესწავლა წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეეძლო.

მშობლებისთვის მისი ტაძრად მიყვანა, მძიმე კი არა სასიხარულო იყო, რომ საღვთო განგებულება აღსრულდა.
მისი მშობლებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, წმინდა იოაკიმე 80 წლის გარდაიცვალა, ხოლო წმინდა ანა იერუსალიმში გადავიდა და ტაძართან თავისივე ასულის მახლობლად დასახლდა, ორ წელიწადში ისიც მიიცვალა.
წმინდა იოაკიმე და წმინდა ანა განსაკუთრებული ადამიანები არიან, რომლებმაც ღვთიური კურთხევა შეასრულეს ამ ქვეყანაზე. ისინი უფლის ბაბუა და ბებია არიან!

წმინდა მართლმადიდებლური ეკლესია, უკვე დღეს 22 სექტემბერს სწორედ მათ ხსენებას აღნიშნავს!
შეეწიოს ყველას ამ მართალი ადამიანების მადლი! გფარავდეთ და გეწეოდეთ!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ კვირის დღეების ასტროპროგნოზი - „იყავით ფრთხილად“

⭕„იარეთ ფეხშიშველმა, შეიწოვეთ შემოდგომის მზის სითბო...“ - შემოდგომის ბუნიობა და მზე სასწორში

⭕ რატომ იზიდავ მუდმივად მანიპულატორ კაცებს? - ფსიქოლოგის განმარტება