Digest Logo

🎥 „ძალიან გახსნილი და გულწრფელია... გარედან ჩანს, რომ არასოდეს იცინის, მაგრამ სახლში ჩვეულებრივი ადამიანია...“ - გეგა და ნიკო კობახიძეები მამაზე

1743970869
ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შვილები, გეგა და ნიკო კობახიძეები სტუმრად გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდნენ, სადაც მამაზე ისაუბრეს:

გეგა კობახიძე: საკმაოდ ხშირად მოვდივართ ხოლმე. როდესაც გვცალია და მამასა არ აქვს რთული გრაფიკი და დატვირთული დღე, ყოველთვის ვცდილობთ, რომ მოვიდეთ ხოლმე. სახლში წასვლას და მოწყენას გვირჩევნია აქ ვიყოთ.

ნიკო კობახიძე: მამა მზრუნველი, კეთილი და შრომისმოყვარეა. იმის მიუხედავად, რომ დრო არ აქვს, მაინც ცდილობს რომ ჩვენთან იყოს. ყველაზე მეტად მასთან ყოფნა ზღვაზე გვიყვარს.

გეგა კობახიძე: ხშირად სპორტზე და პოლიტიკაზე ვსაუბრობთ. ადრე რომ გეკითხათ ჩემთვის ალბათ პოლიტიკოსობაზე უარს ვიტყოდი. დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. უარყოფითი მხარე პირველ რიგში დროის არქონაა, ასევე გარკვეული შეხედულებები, რომლებიც ზოგს მოსწონს, ზოგ არა. 

ნიკო კობახიძე: ყველაზე ხშირად მამა გვირჩევს, რომ არ ვიჩხუბოთ და წიგნი წავიკითხო.

გეგა კობახიძე: მამა სერიოზულია, ძალიან გახსნილი და გულწრფელია, გარედან ჩანს, რომ სერიოზულია და არასოდეს იცინის, მაგრამ სახლში იცინის, ხუმრობს, ჩვეულებრივი ადამიანია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბავშვობაში აქტიურად ვიყავი ჩართული და ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო პროფესიულ სპორტს გავყოლოდი ...“ - ირაკლი კობახიძე

🎥 „ბიძინა ივანიშვილი ჩვენი ქვეყნისთვის ყოველთვის იყო მთავარი ფაქტორი...კარგად მახსოვს 2011 წლის ვითარება - ადამიანებს არანაირი იმედი არ ჰქონდათ“ - რას ჰყვება ირაკლი კობახიძე?

🎥 „დაიწყო ძალიან მასშტაბური ომი და გაჩნდა ინტერესი საქართველოს მიმართ, რომ ჩვენც პირდაპირ ვყოფილიყავით ჩართული ამ სამხედრო კონფლიქტში...“ - ირაკლი კობახიძე