ასტროლოგი და ეზოტერიკოსი ნინა სუსლოვა გადაცემაში „სხვა რაკურსი“ სტუმრად იმყოფებოდა, სადაც ბავშვობაზე ისაუბრა,
როგორც მან აღნიშნა, არ აწუხებდა ის ფაქტი, რომ დედისერთაა:
„მე ძალიან მომწონს დედისერთობა. მიუხედავად იმისა რომ არ მიგრძნია, ვინაიდან დეიდაშვილთან ერთად ვიზრდებოდი ცამეტ წლამდე. შესაბამისად ვერ აღვიქვამდი. თან ერთად ვცხოვრობდით. ვთვლიდი ჩემ ძმად. რომ გადავედი, მაშინ წამოვიდა ფიქრები, მინდა და ან ძმა მყავდეს.
შემდეგ გავაანალიზე მხოლოდ მე ვარ და ყველაფერი ჩემთვის კეთდება. ამასთან ერთად. ვერ ვიტყვი, რომ იყო ვარდისფერი სათვალე. დამოუკიდებელი ვიყავი, მარტო ვიყავი, თუმცა ვინმეს დეფიციტი არ მქონდა. შეიძლებოდა სხვა შემთხვევაში იმედი მქონოდა. მარტო ვარ და მომწონს მარტო ყოფნა, თუმცა არ ვარ ეგოისტი. მივიღე ის მდგომარეობა რომელიც არის. მარტო როცა ხარ შენ მშობლებზე ხარ პასუხისმგებელი“, - ამბობს ნინა სუსლოვა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი...დედას სამწუხაროდ ვატყუებდი ხოლმე...“ - როლანდ ოქროპირიძე