Digest Logo

„ძალიან ცუდი მატყუარა ვარ და გადაწყვიტე, საშინელ შერცხვენას, არ მოვიტყუო“ - რას ჰყვება ნუკი კოშკელიშვილი

1751632395
ნუკი კოშკელიშვილი

„რაღაც ნიღაბი ყველას აქვს მორგებული, რაღაცებს ვთამაშობთ“, - ამის შესახებ მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ შვილთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში youtube გადაცემაში „რუსკასთან“ საუბრობს. 

„ვიღაცებისთვის მითქვამს, „ძალიან გამიხარდა შენი ნახვა“, თუმცა მიფიქრია ოღონდ, ეგ არ შემხვედროდა.

მაინცდამაინც არ გამომდის ტყუილები - ძალიან ცუდი მატყუარა ვარ, როცა ვიტყუები ეგრევე მეტყობა, ვიჭრები და გადაწყვიტე, საშინელ შერცხვენას, არ მოვიტყუო.

ასევე არ გამომდის სიმღერაც, სულ რომ წაღიღინება იყოს, ეგეც კი არ შემიძლია“, - ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.

ცნობისთვის, მოდელი და ტელეწამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი, რამდენიმე წელია უკვე ამერიკაში მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. იგი სოციალურ ქსელებში პოპულარობას არ კარგავს და საზოგადოებას ხშირად ანებივრებს საკუთარი ფოტოებით. ნუკი, მიუხედავად იმისა, რომ ორ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ქართულ მეგაშოუებსა და პროექტებში მაინც აქტიურად მონაწილეობს. გარდა ამისა, ნუკის აქვს თავის მოვლისა და კოსმეტიკის საკუთარი ბრენდიც.

მან სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა - იგი ორსულადაა და მეორე შვილს ელოდება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესების შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს

⭕„პატარა მამა... როცა ექვსი წელი საუკუნეს უდრის, მეშინია ამ დღის...“ - ნანუკა გოგიჩაიშვილი მამაზე

⭕ვეფხისტყაოსანი დოლზე - გაიცანით მამუკა სამხარაძე კაცი, რომელიც ბგერების მაძიებელია