Digest Logo

🎥 ძამას ხეობის უნიკალური ისტორია - ადგილი, რომელიც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი საკვანძო ადგილი იყო

1748803061
ძამას ხეობა

პატარა ათონი - ასე უწოდებენ ძამას ხეობას და ამის მიზეზი იქ არსებული მონასტრების სიმრავლეა. ძამას ხეობაში 60-ზე მეტი მამათა და 31 დედათა მონასტერია აგებული. თითოეული მათგანი თავისებურად შთამბეჭდავი, გამორჩეული და უნიკალურია. მათ შორის, კლდეში აგებული ტაძარი, საუკუნეების წინ მიუდგომელ მთაზე აშენებული სამლოცველო და ასე შემდეგ.

ძამას ხეობა ეკლესია-მონასტრების სიმრავლის გარდა, ადგილმდებარეობითაც გამორჩეულია. ხეობაში გადიოდა დიდი საქარავნე გზა, რომელიც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი საკვანძო ადგილიც იყო.

ხეობა, რომელმაც ბევრი საუკუნის განმავლობაში გადაიტანა როგორც შენებისა და განვითარების პერიოდები, ასევე დიდი ბრძოლებიც. განსაკუთრებულად ძლიერი, ძამას ხეობა, თამარის მეფობის დროს იყო.

სწორედ თამარის პერიოდის სიმბოლოა სანებლის მამათა მონასტრის ეზოში მდგომი ათსაუკუნოვანი მუხაც.

საკითხზე სიუჟეტი „კურიერი p.s-მა“ მოამზადა.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ისე უნდა დაიჭირო ტონი, რომ ბავშვი მიხვდეს, როდის დააშავა...“ - ვინ იწინასწარმეტყველა თეონა ცირამუას ტყუპების დაბადება და რატომ იქნება იგი მკაცრი დედა?

🎥 „უდიდეს მადლობას ვუხდი ხვიჩას მეუღლეს ნიცას, რომელმაც სრულად დაატრიალა ჩემი დღე...“ - საბა საპანაძე

⭕ „თავად ეს წმინდანი, ქრისტე ღმერთი, მისი გზა და ცნობიერება სრული იდენტობაა ჩვენი სავალი გზისა!...“ - გიორგი ლობჯანიძე წმინდა ნინოზე