Digest Logo

ძიუდოში გუნდურ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

1715949209
ძიუდო შეჯიბრი

აბუ დაბიში 19 მაისს სტარტს აიღებს მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში. ტურნირზე ინდივიდუალური ასპარეზობები 23 მაისს დასრულდება, 24-ში კი გუნდური შეჯიბრება გაიმართება.

გუნდურ პირველბაზე საქართველოს ნაკრების ცხრა ძიუდოისტია დარეგისტრირებული: გიორგი ტერაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე (ორივე – 73 კგ), გიორგი ჯაბნიაშვილი, ლუკა ბაბუციძე (ორივე – 90 კგ), გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი (+90 კგ), ნინო ლოლაძე (57 კგ), ეთერ ასკილაშვილი (70 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+70 კგ).

გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე სულ 15 ქვეყანაა დარეგისტრირებული. საქართველოს გარდა შეჯიბრში მონაწილეობას ავსტრია, ბრაზილია, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, ინდოეთი, იტალია, იაპონია, კენია, მონღოლეთი, ნიდერლანდები, სამხრეთ კორეა, უზბეკეთი და IJF-ის ლტოლვილთა გუნდი მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს გუნდურ მსოფლიოს პირველობას დოჰამ უმასპინძლა, სადაც ქართველმა ძიუდოისტებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕უბედური შემთხვევა ქობულეთში - ფერდობის ჩამოშლას 1 ადამიანი ემსხვერპლა

„ოჯახი და სარწმუნოება ნამდვილად არ არის საღლიცინო და ნურც უცხოელები მისცემენ უფლებას საკუთარ თავს, აუგად მოიხსენიონ ჩვენი ფასეულობები “ - გოგა ჩანადირი

⭕„ლგბტ პარადი რომ ვერ შედგეს საქართველოში და მის ნაცვლად იყოს ოჯახის სიწმინდის დღე, ეს ძალიან სწორია და საჭირო!“- რას წერს სოცქსელის მომხმარებელი

წყარო: 1tv.ge