Digest Logo

🎥 ეკა კვალიაშვილი გრანდიოზული სოლო კონცერტით ბრუნდება - „სიყვარულს და ჩემს ქვეყანას ვუძღვნი“

1744716719
ეკა კვალიაშვილი

მომღერალი ეკა კვალიაშვილი გრანდიოზული სოლო კონცერტით ბრუნდება - ახალი სიმღერები, სიმებიანი ორკესტრი და ბენდი 23 მაისს დიდ საკონცერტო დარბაზში, წინა საკონცერტო სამზადისის შესახებ სასაუბროდ იგი გადაცემაში „იმედის დღე“ იმყოფებოდა სტუმრად.

„იმდენი ხანი მქონდა პაუზა, რომ ძალიან მომენატრა სცენა, სიმღერა და მაყურებელთან კონტაქტი. არ ვნერვიულობ, რადგან ვიცი კარგი კონცერტი გამოვა. ჩემი თავის იმედი მაქვს. ჩემთან ერთად იქნება ჩემი ქალიშვილი ნუკა გვალია-კვალიაშვილი, ნატო გელაშვილის ვაჟი ლუკა ჭოხონელიძე, თბილისური კვარტეტი. მე მიცნობს საზოგადოება, როგორც მომღერალი, მაგრამ როგორც კომპოზიტორი არ მიცნობენ, რომელიც გენეტიკურად მაქვს, მარიკა მამიდაჩემი კი იცით კვალიაშვილი, მოკლედ კლანი გვაქვს მუსიკალური. მამიდაჩემის ორი მუსიკა მექნება, დანარჩენი ჩემი მუსიკა იქნება. ჩემს კონცერტს ვუძღვნი სიყვარულს და ჩემს ქვეყანას, ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობას“, - ამბობს ეკა კვალიაშვილი.

მისი თქმით, იქნება ახალი სიმღერის პრემიერებიც.

ვრცლად ნახეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„18 წლის გავთხოვდი, დედა 19 წლის ასაკში გავხდი, ძალიან მიყვარს დიდი ოჯახები და ჩემი სურვილია, მყავდეს ბევრი შვილი“ - მარიტა მელიქიშვილი

🎥 გაიცანით 100 წლის ნინა ბებო, რომელიც ბავშვთა სახლში გაიზარდა და გიბრალტარის პორტიდან დიდმა სიყვარულმა საქართველოში ჩამოიყვანა

⭕„წერენ, როგორ უხდებით ერთმანეთს“ - ხალხი ჩვენს რომანს ითხოვს...“ - რა ხდება მანუ მურღულიასა და გიორგი კალატოზს შორის?