Digest Logo

„ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს

1784576061
ამინდი - ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს 20 ივლისის ღამიდან 21 ივლისის დილამდე თბილისსა და მის შემოგარენში მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს.

კერძოდ, სააგენტოს ცნობით, 20 ივლისის ღამის საათებიდან 21 ივლისის დილამდე დედაქალაქის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ლოკალურად ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ვინ დაიჭირა თაიგული?“ – შორენა ბეგაშვილი იტალიური ქორწილიდან ახალ კადრებს გვიზიარებს

⭕ცნობილია, რა ღირს და რომელ ცნობილ ბრენდს ეკუთვნის შორენა ბეგაშვილის საქორწინო კაბა

⭕„დაილოცოს თქვენი დედაშვილობა“ - სალომე ბაკურაძე ზაფხულის ცხელ დღეებს შვილთან ერთად ატარებს