ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბრიტანული შოუს ანალოგი „ვინ ვინ არის“ მესამე სეზონის მეორე ტური გაიმართა.
დეტექტივების გადაწყვეტილებით, ნიღბის მოხსნა კაბის პერსონაჟს მოუწია და როგორც აღმოჩნდა, ის ნონა გაფრინდაშვილი აღმოჩნდა, რომელიც სრული შოკი იყო ჟიურისთვის და მაყურებლისთვის.
პროექტის განცდების შესახებ ნონა გაფრინდაშვილი „იმედის დილის“ ეთერში საუბრობს.
„თავიდან ჩავარდი შოკში, როცა პროექტში მონაწილეობა შემომთავაზეს. ვერ ვიაზრებდი, რომ ასეთ რაღაცას მთავაზობდნენ, მე ჩემ სიცოცხლეში არც მიმღერია.
ის ემოცია, რაც მე დამრჩა ამ პროექტში მონაწილეობის დროს, არაფრისგან მიმიღია. როცა ჩემ თავს ვუყურებდი ვხარხარებდი, ასე არასოდეს მიცინია, მთელი ჩემი სხეული იცინოდა“, - ამბობს ნონა გაფრინდაშვილი.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ანჯელინა ჯოლი იუბილარია - ამერიკელი კინო ვარსკვლავის პირადი ცხოვრება და კარიერა