
„ნოტინგემ ფორესტსა“ და „სანდერლენდის“ შემდეგ საბა გოგლიჩიძით სერია A-ში დაბრუნებული „სასუოლოც“ დაინტერესდა – ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა ავრცელებს. ხოლო გამოცემა Insidefutbol-მა ქართველი მცველის შესაძლო ტრანსფერს ვრცელი წერილი მიუძღვნა.
„საბა გოგლიჩიძემ „ემპოლიში“ სადებიუტო სეზონში თამაშით რამდენიმე ევროპული კლუბის ყურადღება მიიპყრო. მათ შორის, იტალიურ სერია A-ში დაბრუნებული „სასუოლოა“.
არის ასევე ორი ვარიანტიც – „ნოტინგემ ფორესტი“ და „სანდერლენდი“. ამ უკანასკნელის „სანდერლენდის“ მენეჯმენტი გოგლიჩიძეს უკვე დაუკავშირდა. ახალგაზრდა მცველის დამატება იტალიაში „უდინეზესაც“ სურს. მაგრამ იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ცნობით, რეალური კონკურენტები „ნოტინგემ ფორესტი“ და „სანდერლენდი“ არიან.
„ემპოლი“ გასულ სეზონში სერია B-ში გავარდა და სავარაუდოდ, ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯარაში“ ძვირად ღირებულ მოთამაშეებს შეელევა. მაგრამ ქართველის სატრანსფერო ფასის შემცირებას არ აპირებს და გაურკვეველია, შეძლებს თუ არა „სასუოლო“ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას. „ნოტინგემ ფორესტი“ კი გოგლიჩიძისთვის 8 მილიონი ევროს გადახდას აპირებს, თუმცა „ემპოლი“ 10 მილიონს ითხოვს“, – ამტკიცებს გამოცემა insidefutbol.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რატომ არ არის ხორციელი განსაცდელები საშიში? - დეკანოზ თეოდორე გიგნაძის განმარტება
⭕ როგორი ამინდი იქნება 5 ივლისს საქართველოში
წყარო: 1tv.ge