
„ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ივლისს, 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისში, სოფელ დიღომში, მიხეილ მესხის, დავით აღმაშენებლის, გიორგი ბრწყინვალეს, დიდგორის და მიმდებარე ქუჩებზე.
10:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ქვეშეთი, მლეთა, სალაჯური, ყველანი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში, აღმაშენებლის, სტალინის, ყაზბეგის, ჩოლოყაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: წიწამური, წილკანი და საგურამო.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა გაუმხილა სოფიკო ჭიაურელმა სიკვდილის წინ ასმათ ტყაბლაძეს - „გიკვდებიო, ცრემლები შევიკავე“