„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფმა დაასახელა კრიტერიუმები, რის მიხედვითაც მისი კლუბი სატრანსფერო პოლიტიკას აწარმოებს. ლუის ენრიკეს მისვლის შემდეგ, პსჟ-მ შეცვალა კურსი და აქცენტი ახალგაზრდა მოთამაშეებზე გაამახვილა.
„ახალგაზრდა ფეხბურთელების განსავითარებლად ენრიკე საუკეთესო მწვრთნელია. მისგან აკრძალული გვაქვს 27 - 28 წელს ზემოთ მოთამაშეების გაფორმება. ჩვენს ბოლო ტრანსფერებს რომ დააკვირდეთ, აღმოაჩენთ, 23 - 24 წელზე უფროსი არავინ დაგვიმატებია.
რაც შეეხება ფეხბურთელების უნარ-ჩვევებს, ლუისს მებრძოლი სულის მქონე შემსრულებლები მოსწონს. მოთამაშეების შერჩევაში უდიდეს როლს თამაშობს კამპუში, სწორედ მასთან გასაუბრების შემდეგ იღებს ესპანელი სპეციალისტი გადაწყვეტილებას. ის დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ მოთამაშე მის პროექტს ერგება“,- განაცხადა ნასერ ალ-ხელაიფმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„შეხედეთ ვინ დაბრუნდა...“ - Watford FC გიორგი ჩაკვეტაძის ფოტოს აქვეყნებს
⭕„ქვეყანას სჭირდება მკაფიო, ნათელი, თვალსაჩინო, არსებითი ორიენტირები...“ - რას წერს გია მურღულია?
წყარო: lagazzetta.ge