Digest Logo

🎥 „ერთ ბგერას არ გაპატიებდა...“ - მსახიობი ქეთი სვანიძე ჯანსუღ კახიძესა და რობერტ სტურუასთან მუშაობის შესახებ

1780669899
ქეთი სვანიძე

მსახიობი ქეთი სვანიძე, რომელიც რობერტ სტურუას მიერ დადგმულ სპექტაკლში „ვეფხისტყაოსანი“ თინათინის როლს ასრულებდა, გადაცემა „დღის პოსტის“ სტუმარი იყო. მსახიობმა საკუთარ ბავშვობაზე, ხელოვნებაში გადადგმულ პირველ ნაბიჯებსა და ლეგენდარულ რეჟისორებთან თუ მუსიკოსებთან მუშაობის გამოცდილებაზე ისაუბრა.

„დედამ თავისი თავი გადადო და ყველაფერი ჩადო ჩემში, ასე რომ, ხელოვნებაში მაქსიმალურად ვიყავი ჩართული. მე მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ისეთ ხალხთან მომიწია მუშაობა, ახლა სიზმარი მგონია ბავშვობაში ამას ვერ ვაცნობიერებდი. მე დრამატული თეატრის მსახიობობა მინდოდა და, თუკი ვინმე ვარსკვლავი არსებობს, ყველასთან მომიწია მუშაობა. ჩემი მეორე ოჯახია ოპერის გუნდი და დღემდე მაქვს მათთან ურთიერთობა.

როცა ვემზადებოდით ხოლმე სპექტაკლებისთვის, თავდაპირველად განხილვა ქალბატონ ქეთინო შინდაგორიძესთან გვქონდა, შემდეგ კი ბატონ ჯანსუღ კახიძესთან. საკმაოდ მკაცრი იყო, თუმცა, ამავდროულად, თბილი და განსაკუთრებული ადამიანი ერთ ბგერას არ გაპატიებდა. ძალიან აკადემიურად ხდებოდა ეს ყველაფერი. განსაკუთრებით ვნერვიულობდით, როცა მასთან სათითაოდ მოსმენა გვიწევდა. ოცნებები ჩემს შემთხვევაში ახდა.

ბევრი სირთულე გავიარეთ... პირველად რობერტ სტურუას შევხვდი მაშინ, როცა რეზო შატაკიშვილმა დადგა სპექტაკლი. იგი რობერტ სტურუას სტუდენტი იყო და [სტურუამ] ყველას დაავალა სპექტაკლის დადგმა, მეც ერთ-ერთი აღმოვჩნდი. იმ წელს დავამთავრე უნივერსიტეტი; პირველი სპექტაკლი იყო ამხელა თეატრში. პირველად რეპეტიციაზე რომ შემოვიდა, შესამოწმებლად არა... ამ სპექტაკლიდან სამი დღე რომ გავიდა, თეატრიდან დამირეკეს - „ბატონი რობიკო გიბარებთო“. მოკლედ, გვითხრეს, რომ სპექტაკლში უნდა გვეთამაშა“, - ამბობს ქეთი სვანიძე.

ვრცლად, კომენტარებში:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„თუ ადამიანი თავის მართლებას იწყებს რაღაცნაირი ფორმით — ეს როგორც წესი არის არაჯანსაღი“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

თუ მზად ხარ საკუთარ შიშებს თვალებში ჩახედო, აი, 7 არასასიამოვნო, მაგრამ გათავისუფლებისთვის აუცილებელი სიმართლე

ნიკოტინი: ფარული საფრთხე თქვენი ძვლებისთვის - არუნ ხათრი საზოგადოებას აფრთხილებს!