Digest Logo

„ერთ რჩევას მივცემ და იმედია, გაითვალისწინებს“ - ხორხე მასვიდალი ილია თოფურიას მიმართავს

1782828911
 ხორხე მასვიდალი ილია თოფურიას

UFC-ის BMF-ის ქამრის პირველმა მფლობელმა, ხორხე მასვიდალმა ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა. ვეტერანმა მებრძოლმა იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ექსჩემპიონი არ იჩქარებს ოქტაგონში გამოსვლას, სრულფასოვნად აღიდგენს ძალებს და უკვე შემდეგ, დაბრუნდება.

„თოფურიას ვურჩევდი, რომ არ იჩქაროს. არ მიყვარს, როდესაც ახალგაზრდა მებრძოლებს რთული პერიოდის შემდეგ, ოქტაგონში მალევე აბრუნებენ. ილიამ წელს საერთოდ აღარ უნდა იჩხუბოს. ის ისედაც ნამდვილი მეომარია, პირადად ვიცნობ მას და ვიცი. ყოველთვის მაინტერესებდა, რა დონეზე შეიძლება დაბრუნება მძიმე წაგების შემდეგ.

მგონია, რომ „ელ მატადორი“ აუცილებლად გამონახავს გზას, მთავარია, არ იჩქაროს. 39 - 40 წლის ხომ არ არის? ყველაფერი წინ აქვს. არის მომენტები, როცა მებრძოლი ვერ ბრუნდება იმ დონეზე, რომელზედაც იყო ადრე, საკმარისია გავიხსენოთ სილვა ფეხის მოტეხილობის შემდეგ, მაგრამ ეს სხვა შემთხვევაა“, - განაცხადა ამერიკელმა ვეტერანმა.

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:

⭕ „ანომალიური სიცხის შესახებ გავრცელებული ხმები ტყუილია“ - კობა ფარტენაძე მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას მიმართავს

⭕ „მშვენიერო და ულამაზესო“ - რა კადრებს აქვეყნებს ანუკი არეშიძე

⭕ „შეეცადეთ, მოერიდოთ თამამ დაპირებებს“ - იუპიტერის ერთ წლიანი ტრანზიტი ლომში: აკაკი გოგოლაძეს ასტროპროგნოზი

წყარო: lagazzetta.ge